ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 2.953 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 159 მლნ სტერლინგით მეტია წინა კვირასთან შედარებით. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.70% წინა კვირასთან შედარებით და -1.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 442 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.50 - 27.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 122 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.70% წინა კვირასთან შედარებით და - 9.68% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 21.60 - 23.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.95% წინა კვირასთან შედარებით და -3.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 191 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.45 - 7.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.