ლონდონის სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადირების ბრძანება გამოსცა და ბრიტანეთის მთავრობას დასამტკიცებლად გაუგზავნა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ჯულიან ასანჟს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ასანჟი აშშ-ში სისხლის სამართლის 18 ბრალდებით იძებნება მას შემდეგ, რაც WikiLeaks-მა 2010 წელს ათასობით საიდუმლო ფაილი და დიპლომატიური დოკუმენტი გამოაქვეყნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.