ლონდონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამმართველომ ტრანსპორტსა და სადგურებზე როგორც კერძო, ისე კომპანიიების ელექტრო სკუტერებისა და ველოსიპედების გამოყენება მთლიანად აკრძალა. გამოცემა Autoevolution-ის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მეტროში კერძო ელექტრო სკუტერის ბატარეა აფეთქდა.
Transport for London-ის მთლიანი ქსელის ყველა სერვისში, მათ შორის, მეტროში, ყველანაირ მიწისზედა სამსახურში, რკინიგზასა და ტრამვაიში, ავტობუსისა და მატარებლის სადგურებში ველოსიპედით, კერძო დასაკეცი და ასევე, ერთთვლიანი ელექტრო სკუტერებით გამოჩენა აიკრძალა.
თუ პირი მსგავსი სატრანსპორტო საშალებით შეამჩნიეს, ის 1000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდება.
ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნებადართულია მხოლოდ არამოტორიზებული სკუტერების ტარება, თუ ის იკეცება და პატრონი მას არ მართავს.
აქამდე ელექტრო სკუტერების ბარგის სახით ტრანსპორტირება ნებადართული იყო.
bpn.ge