ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

access_time2023-03-16 18:00:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლონდონში გამართულ „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council-ის ორგანიზებითა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით ჩატარდა. ფორუმი ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.

 

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა ძლიერი აღდგენის ტემპი და 2021 – 22 წლებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საქართველოს მიმართ ინვესტორების გაზრდილ ინტერესს განაპირობებს.

 

„დღეს საქართველო ინვესტირებისთვის შესანიშნავი ადგილია, სადაც დაგხვდებათ ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და ორ მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. მჯერა, რომ საქართველო უკვე არის და იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბიზნეს სცენაზე," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, ცოდნაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოზე გამავალი ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელი", ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა და სხვ.

 

ფორუმზე ასევე მისასალმებელი სიტყვა გააკეთეს საქართველოს საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ჯონათან ჯანოგლიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა და საქართველოს საელჩოს დესპანმა, გიორგი საგანელიძემ. საინვესტიციო ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო ბიზნესს-საკონსულტაციო ორგანიზაციები.


საქართველოს საინვესტიციო ფორუმის სპონსორები იყვნენ: Raiffeisen Bank International, Dentons, Silkroad Group, FitchRating, Baker McKenzie.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up