ლონდონში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. აქედან ერთ-ერთი 7 წლის გოგონაა. დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა ბავშვმა და ოთხმა ქალმა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
პოლიციამ განაცხადა, რომ შვიდი წლის გოგონა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეორე, 12 წლის გოგონას ფეხის მცირე ტრავმა აქვს. პოლიციის ოფიცრებმა ასევე განაცხადეს, რომ 48, 54 და 41 წლის ქალებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.
თავდასხმა იუსტონის სადგურთან, ეკლესიასთან მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა.
პოლიციას დამნაშავე ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია.