„ლოპოტა სპა რეზორტი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის ყველა წესის დაცვით დღეს გაიხსნა“- ამის შესახებ კომერსანტს“ ლოპოტას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ნაცვლიშვილმა განუცხადა.
„მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სასტუმროსთვის, რადგან რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ სტუმრებს მასპინძლობს. დღეიდან ლოპოტა გაიხსნა, სტუმრებიც შემოდიან და ჯავშნებიც მიღებული გვაქვს. უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, დაცული გვაქვს,“-აღნიშნა მიხეილ ნაცვლიშვილმა.
დამატებით დეტალებზე „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუზნებელმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
როგორც ცნობილია, 8 ივნისიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. კერძოდ, ცვლილება შეეხება სასტუმროებს, რომლებიც სტუმრებს უკვე მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტა რეზორტი ბაზარზე 2006 წლის 7 ნომბრიდან ფუნქციონირებს. დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც კახეთში ლოპოტას ტბასთან მდებარეობს, რეგიონში პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო-კომპლექსია. 2006 წლიდან მცირე ზომის, სასტუმრო აშენდა. მოგვიანებით კი ტერიტორიას დაემატა სასტუმროს ახალი შენობები.
ნათია ლომიძე