ლოს-ანჯელესის ცნობილ Staples Center არენას Crypto.com Arena დაერქმევა

ლოს-ანჯელესის ცნობილ Staples Center არენას Crypto.com Arena დაერქმევა

access_time2021-11-19 10:30:00

ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე Staples Center-ის სპორტულ-გასართობ არენას Crypto.com Arena დაერქმევა. Staples Center-ის ოპერატორი კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს.



განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელის გადარქმევა 20-წლიანი შეთანხმების საფუძველზე მოხდა, რომელიც ცენტრის ოპერატორ კომპანია AEG-ისა და სინგაპურში დაფუძნებულ პლატფორმა Crypto.com-ს შორის გაფორმდა. შეთანხმება ძალაში შობის დღიდან შევა.



Staples Center არენა NBA-ის Los Angeles Lakers-ისა და LA Clippers-ის, ასევე, NHL-ის LA Kings-ისა და WNBA-ს Los Angeles Sparks-ის კლუბების სახლია. Los Angeles Times წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სინგაპურში დაფუძნებულმა პლატფორმა Crypto.com-მა სახელის გადარქმევის უფლებისთვის 700 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. კრიპტოპლატფორმამ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გარიგება დაადასტურა.



20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში Staples Center არენა გახმაურებული ღონისძიებების, გრემისა და ცნობილი მომღერლების, ტეილორ სვიფტის, ბიონსესა და ედ შირანის კონცერტების ადგილი იყო.




„ბოლო თვეებში კრიპტოვალუტებმა დიდი ინტერესი მიიპყრო, რადგან ძირითადი ინვესტორები და კომპანიები ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ტოკენებს ითვისებენ,“ - წერს Reuters.



Staples Center-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მხარეები აცხადებენ, რომ გარიგების შედეგად კრიპტოვალუტის პლატფორმა Crypto.com კლუბების, Los Angeles Lakers-ისა და LA Kings-ის ოფიციალური პარტნიორი გახდება.



ცოტა ხნის წინათ საფეხბურთო კლუბ Paris St Germain-მა გამოაცხადა, რომ კლუბთან ლიონელ მესის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური რამდენიმე კრიპტოვალუტის ტოკენსაც შეიცავს.



Crypto.com 2016 წელს დაარსდა. პლატფორმის ინვესტორი მსახიობი მეტ დეიმონია, რომელმაც ახლახან მის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.



bpn.ge




თეგები:
არენა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up