კონცერნ LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველი ადგილი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
სიას სათავეში ისევ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელიც 17 იანვარს არნოს უკან იყო. 21 იანვრისთვის ბეზოსის ქონება 489 მილიონი დოლარით - 116,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. თავის მხრივ არნოს ქონება 3.7 მილიარდით - 112,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
არნომ Forbes-ის სიაში პირველი ადგილი LVMH-ის აქციების ფასის ვარდნის გამო დაკარგა, რაც ჩინეთში უცნობი ვირუსის აფეთქების ფონზე მოხდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ვირუსის ფაქტებმა ბრენდული საქონლის ბაზარზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, რომელთა გაყიდვებიც როგორც წესი ჩინური ახალი წლის წინ იზრდება ხოლმე (წელს ჩინური ახალი წელი 25 იანვარს დგება).
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოიწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით, ბოლო მონაცემებით, ვირუსის მქონე 9 ადამიანია გარდაცვლილი, დაინიფიცრებულთა მაჩვენებელიმა კი 400-ს გადააჭარბა. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.