LSG Solutions-ი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

LSG Solutions-ი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

access_time2023-02-13 14:25:28

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი სამშენებლო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია LSG Solutions-ი გახდა, რომლის პროფესიონალთა გუნდი LSG Solutions-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2020 წელს დაიწყო.



LSG Solutions-ი დამკვეთს სთავაზობს მშენებლობის მენეჯმენტის სრულს სერვისს, რაც გულისხმობს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების პროცესის მართვას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პროექტის განვითარების გეგმის შედგენა, ბიუჯეტის განსაზღვრა და ხარჯების დაგეგმარება, ასევე სატენდერო პროცესის მართვა და პროექტის ვადების, დანახარჯებისა და ხარისხის კონტროლი. კომპანია დამკვეთს ასევე პროექტირების სერვისსაც სთავაზობს არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო მიმართულებებით.




აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სფეროში რეგიონში არსებული სტანდარტების ამაღლებისა და ევროპულ ხარისხთან დაახლოების მიზნით, LSG Solutions-ის გუნდი თანამშრომლობს ისეთ ლიდერ კომპანიასთან, როგორიცაა 1908 წელს ნორვეგიაში დაფუძნებული სამშენებლო საკონსულტაციო კომპანია Multiconsult Group. LSG-ის გუნდი Multiconsult UK-თან თანამშრომლობით უკვე არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში იღებს მონაწილეობას.



ასევე აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში LSG Solutions-მა პროექტები განახორციელა ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის როგორებიცაა თეგეტა მოტორსი, ბორჯომი, სილქ დეველოპმენტი, მაკდონალდსი, ასკანელი, კინორ ინვესთმენთი, ჯიჯ ენერჯი, სოდი ინვესთმენთი, ნენსკრა და სხვა, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.



„მივესალმებით LSG Solutions და მის პროფესიონალთა გუნდს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი გამოცდილებისა და მნიშვნელობის მქონე კომპანიები წევრიანდებიან ასოციაციაში, რადგან მშენებლობა და მისი დაგეგმარება და შესაბამისი სტანდარტებით მართვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.



თეგები:
LSG Solutions



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up