ლუდის ადგილობრივ წარმოებას ბაზრის დაახლოებით 90% უჭირავს და იმპორტი თითქმის ჩაანაცვლა - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ლუდის ადგილობრივ წარმოებას ბაზრის დაახლოებით 90% უჭირავს და იმპორტი თითქმის ჩაანაცვლა - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

access_time2023-03-16 11:30:35

ლუდის ადგილობრივ წარმოებას ბაზრის დაახლოებით 90% უჭირავს და იმპორტი თითქმის ჩაანაცვლა, — ამის შესახებ „ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან“ საუბრობს.


მისი თქმით, საქართველოში ლუდის ინდუსტრიაში კონკურენცია მაღალია, რაც ხარისხიანი პროდუქციის შექმნას უწყობს ხელს.


„ლუდის ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია მცირე რაოდენობით შემოდის, დაახლოებით 10%-ია უცხოეთიდან შემოტანილი, ძირითადად პრემიუმ ბრენდის ლუდებია. ეს ძალიან მცირე მოცულობაა, ძირითადად ჩვენი სეგმენტი ქართულ პროდუქციას უჭირავს, სადაც ხარისხი და კონკურენცია მაღალია“,  ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.



„ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აღნიშნავს, რომ 2022 წელს ლუდის ინდუსტრია დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.


„გასულ წელს ლუდის ბაზრის მოცულობამ 125 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის 5%-იანი ზრდაა. შეაიძლება ითქვას, რომ ლუდის ინდუსტრიისთვის 2022 წელი კარგი იყო. მოთხოვნის ზრდის კუთხით მთავარი მიზეზები პოსტპანდემიური პერიოდი და ომია, რის გამოც საქართველოში მიგრანტების დიდი რაოდენობით შემოსვლა მოხდა. გარდა ამისა, 2022 ჰორეკა სექტორის გამოცოცხლების წელი იყო, რამაც მოთხოვნა განსაკუთრებით გაზარდა დიდი მოცულობის ანუ 50 ლიტრიან კასრებზე“,  აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


მიმდინარე წლის  იანვარში ლუდის იმპორტში პირველი ადგილი გერმანიას ეჭირა, ხოლო საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გავიდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up