პანდემიის პირობებში მოსახლეობა დაბალფასიანი ლუდის მოხმარებაზე გადავიდა

პანდემიის პირობებში მოსახლეობა დაბალფასიანი ლუდის მოხმარებაზე გადავიდა

access_time2020-10-28 16:30:52

მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ლუდის ბაზარი არ შემცირებულა, გაიზარდა ეკონომ-სეგმენტის მოხმარება. თუ შარშან  მთელი  ეკნომ-სეგმენტი ბაზრის  დაახლოებით  5% იყო , დღეს არის 20%-ზე,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ესაუბრა.


პანდემიის შემდეგ სხვადასხვა ობიექტების საქმიანობის, ღონისძიებების ჩატარების შეჩერებასთან ერთად, საზოგადოების ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ლუდის ბაზარზეც მომხმარებლის ცევაში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. კერძოდ, იმატა ნაკლებფასიანი ლუდის მოხმარებამ იმის ფონზე, როდესაც ბაზრის მოცულობა, წარმოება და მოთხოვნა ჯამში არ შეცვლილა, შეიცვალა სეგმენტებს შორის გადანაწილება.


მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი შეუმცირდა, რაც  ბუნებრივია  ეკონომიკური კლების  ფონზე.  შესაბამისად, ყველა კომპანიამ, მათ შორის ჩვენც, გადავგეგმეთ სტრატეგია ბაზართან მიმართებაში.


ის რაც ჩემთვის იყო  ტაქტიკური ბრენდი, დღეს ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გახდა. თუმცა, ეს  იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად  ბაზარი  ჩამოვწიოთ ეკონომ- სეგმენტზე,  ანუ  ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ  ბაზრის მთავარი დინება შევინარჩუნოთ, ეკონომ სეგმენტს პატარა მარჟა აქვს.



ეს არის  ძალიან რთლითუმცა ყველა  რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ  ბაზრის  სიჯანსაღე შევინარჩუნოთ. თუ ერთ დღეს მთელი ბაზარი გახდება  კონოსეგმენტი, საერთოდ  ღირებულება  დაეკარგება და  კომპანიებს  შემოსავალი არ ექნებათ, რა პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან, გადასახადების გადახდასთან და ა.შ.


ზოგადად, ლუდის ბაზარი დინამიურად ვითარდება, რამდენიმე  პროცენტით იზრდება,  რაც  პრაქტიკულად არ არის  სასურველი. რაც 2019 წლამდე გვქონდა, პრაქტიკულად  შემცირდა და ხლა 2014 ან შეიძლება 2012 წლის მდგომარეობაში ვართ,“- განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.  


ვინ არის ლიდერი დღეს ლუდის ბაზარზე?- ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ ლიდერობას ნატახტარი კვლავ ინარჩუნებს, თუმცა საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა Top-4 ძირითადი მოთამაშისთვის.


რაც შეეხება ლიდერობას, იგივე მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ, რაც  მანამდე გვქონდა.  ლუდის ბაზარზე პირველი არის ნატახტარი“,  მეორე  ზედაზენი“, მესამე  აისი“, მეოთხე არის -  არგო“. აქ პრობლემა არის ის , რომ საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა, 4 მოთამაშისთვის,“ - ამბობს ბიზნესმენი.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up