ლუდის ბაზრის ზრდა შენელებულია -  რამდენია ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანიის შემოსავალი?

ლუდის ბაზრის ზრდა შენელებულია - რამდენია ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანიის შემოსავალი?

access_time2022-06-13 11:00:08

ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი საქართველოში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ზარალიანი ორი წლის შემდეგ მოგებაზე გავიდა. 2021 წელს „ზედაზენის“ მოგებამ ₾ 2 მლნ. შეადგინა. 2019  წელს კომპანიის ზარალი ₾ 3.7 მლნ იყო, ხოლო პანდემიური 2020 წელი კიდევ უფრო დიდი ₾ 6,8 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. 

 

2020 წელთან შედარებით, ₾ 6 მლნ-ით გაიზარდა კომპანიის შემოსავალი და 2021 წლის განმავლობაში ₾ 75,8 მლნ. მიაღწია.

 

პროდუქციის რეალიზაციის მთავარ წყაროს საქართველოს ბაზარი წარმოადგენს. როგორც კომპანიის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, ზედაზენს 75-მილიონიანი შემოსავლის 88% ადგილობრივ ბაზარზე არსებული გაყიდვებიდან ჰქონდა, 12 % კი პროდუქციის ექსპორტირებიდან მიღებული შემოსავალი იყო. კომპანიამ საექსპორტო ბაზარი მხოლოდ ერთი პროცენტით გაზარდა. 2020 წელს ექსპორტი მთლიანი შემოსავლის 11 % შეადგენდა. ამავდროულად დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პროდუქციას გააჩნია მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი, რის ათვისებასაც კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რაც მათი თქმით, საექსპორტო რეალიზაციების ყოველწლიურ ზრდაშიც აისახება.

 

2021 წელს კომპანიამ ბაზარს ახალი ჩამოსასხმელი ლუდი-„ცივ-ცივი“ წარუდგინა. როგორც ანგარიშგებაში ვკითხულობთ, „ცივ-ცივი“-ს მარკეტინგულმა კამპანიამ და გემოვნურმა თვისებებმა, უზრუნველყო ბრენდის წარმატება, შესაბამისად კომპანია მის განვითარებას 2022 წელსაც გეგმავს.

 

ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID 19-მა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია 2020-2021 წლებში ლიმონათის რეალიზაციის კლება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული რისკის საპასუხოდ, კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი ინვესტირება მოეხდინა სხვა გამაგრილებელ სასმელებში, რომლის გაყიდვის არხიც ნაკლებად არის დამოკიდებული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და ტურიზმზე. კერძოდ, მოხდა RC კოლას მიმართულებით ახალი გემოს დამატება (RC მანგო-მელონი) და შემუშავებული იქნა ახალი ეკონომიური სეგმენტი 3 ლიტრიან შეფუთვაში. შედეგად პროდუქტის რეალიზაცია დაახლოებით 55%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით.

 

ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ლუდის ბაზარი საქართველოში საკმაოდ აქტიურია, თუმცა, ბაზრის ზრდა ბოლო წლებში შენელებულია. ბაზარმა პიკს 2014 წელს მიაღწია, მაგრამ აქციზის გადასახადის ზრდასთან ერთად ბაზარი შემცირდა და დღემდე არ მიუღწევია 2014 წლის შედეგისთვის.

 

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს ჯამური ლუდის ბაზარი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2020 წელთან შედარებით. ზედაზენში აცხადებენ, რომ ლუდზე მოთხოვნა მაღალია და მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას მნიშვნელოვანი რყევების დროს.

 

რაც შეეხება არაალკოჰოლური სასმელების ბაზარს, დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ეს მიმართულება COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებით ყველაზე მეტად დაზარალდა. კერძოდ, სარესტორნო და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პარალიზებამ ნეგატიური ეფექტი იქონია ტრადიციული ქართული ლიმონათის ბაზარზე, რომლის მნიშვნელოვანი სარეალიზაციო არხია რესტორნები და სასტუმროები. საყურადღებოა, რომ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა კოლას ბაზარი, თუმცა მოხმარებამ პატარიდან უფრო დიდ, საოჯახო შეფუთვებში გადაინაცვლა.

 ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ ბაზრის ზრდა შენელებულია, ხოლო კონკურენცია იზრდება, რამაც შესაძლოა გაზარდოს კომპანიის ოპერირების ხარჯები და შეამციროს კომპანიის წმინდა მოგება.

 


2021 წლის მარტში, კომპანიამ დააფუძნა შვილობილი კომპანია შპს „ჯიბისი ინვესტი“, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე თავად კომპანიაა. შვილობილი კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეივსო შპს „რითეილ ჯგუფში“ კომპანიის 20,04%-იანი წილით. შპს „ჯიბისი ინვესტი“ არის ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელსაც არ გააჩნია სხვა ოპერაციები გარდა შპს „რითეილ ჯგუფი“-ში ინვესტიციის ფლობისა და მასთან დაკავშირებული ტრანზაქციებისა. შპს „რითეილ ჯგუფი“, ჯგუფისთვის წარმოადგენს ასოცირებულ საწარმოს და მისი ძირითადი საქმიანობაა მთელს საქართველოში „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ საცალო მაღაზიებით ვაჭრობა.

 

სს „ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა და უკვე 2012 წლის მარტში ქართულ ბაზარზე თავისი პროდუქცია წარადგინა. კომპანიას დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს მოიცავს. ქარხანაში ხდება როგორც ადგილობრივი, ისე ლიცენზირებული ბრენდების წარმოება.

 

კომპანიის ძირითადი პროდუქტებია:

 

- ლუდის ადგილობრივი ბრენდები: „ზედაზენი”, „რავი“, „აია“, „ცივ-ცივი“, „სანაპირო“ და ა.შ.

- ლუდის ლიცენზირებული ბრენდები: „ბავარია“, „ჰოლსტენი“, ”ჰარპი“, „რაგნარი“ და ა.შ.;

- ლუდის იმპორტირებული ბრენდები: „გინესი“, „გრიმბერგენი და ა.შ.;

-ლიმონათი „ზენი“ სხვადასხვა გემოთი (განკუთვნილია ძირითადად საექსპორტო

ბაზრებისთვის);

- ლიმონათი ”ზედაზენი“ სხვადასხვა გემოთი (მსხალი, ლიმონი, ტარხუნა და ა.შ.);

- ნატურალური წვენი „ჩერო“-ს სხვადასხვა სახეობა (ფორთოხალი მანდარინით, ალუბალი,

ბროწეული და ა.შ.);

- RC კოლა (კოლას ტიპის სასმელი);

- ენერგეტიკული სასმელები („რედ რეინი“, „უაილდერი“,“დინო“);

- ცივი ჩაი სხვადასხვა არომატით;

- არომატული წყალი „ჩერო“-ს სხვადასხვა სახეობა (მარწყვი, ვაშლი, გრეიპფრუტი, ლიმონი);

- წყალი „აქუა ზენი“.

 

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციონერებს წარმოადგენენ შემდეგი კომპანიები:


შპს „მიქსორი“: 63.50%

▪ ბეტონის შპალების, სამშენებლო ბეტონის, ქვიშის, ქვა-ღორღის მწარმოებელი კომპანია.

შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG): 24.11%

▪ GIG-ს გააჩნია ინვესტიციების დივერსიფიცირებული პორტფელი, რომელშიც უდიდესი წილი ენერგეტიკის სფეროს უკავია. ჯგუფი აქტიურია ელექტრო-ენერგიის გენერაციასა და ვაჭრობაში, ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და გაზ-გასამართი სადგურების ოპერირებაში.

შპს „პსპ ფარმა“: 12.39%

▪ პსპ არის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, რომელიც ოპერირებს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up