IT შეფერხების გამო, Lufthansa-ს ავიახაზების ფრენების ნაწილი შეფერხდა და ნაწილი - გაუქმდა. როგორც Lufthansa Group-ის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ფრენების შეფერხების მიზეზი ფრანკფურტის რეგიონში სამშენებლო სამუშაოები გახდა.
Lufthansa დაზარალებულ სტუმარებს მოუწოდებს, რომ დაჯავშნონ მატარებლის ბილეთი და მოითხოვონ თანხის დაბრუნება lh.com-ზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებს.