F1-ის შვიდგზის ჩემპიონს ლუის ჰამილტონსა და დიდი სლემზე 23 ტურნირის გამარჯვებულ სერენა უილიამსს სანქცირებულ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩისგან, საფეხბურთო კლუბ ლონდონის ჩელსის წილის შეძენა სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ Sportcbc.ru ავრცელებს.
ლუის ჰამილტონს არასდროს დაუმალავს, რომ ლონდონის არსენალს გულშემატკივრობს, თუმცა ახლა იმავე ქალაქის კონკურენტი კლუბის წილის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. მათ გარდა ჩელსის შეძენა ბრიტანელ მძლეოსან სებასტიან კოის, კანადურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Rogers Communications-ს, კოლუმბიური წარმოშობის მილიარდერ ალესანდრო სანტო დომინგოსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც სურთ.
აბრამოვიჩს, როგორც რუს ოლიგარქს, ბრიტანეთში პრობლემები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეექმნა. სანქციების შედეგად მან ქონების ნახევარზე მეტი დაკარგა, მაგრამ Forbes-ს ცნობით ის მილიარდერთა სიაში $8 მლრდ-იანი აქტივებით ჯერ კიდევ 272-ე ადგილს იკავებს. ოლიგარქმა ჩელსი 2003 წელს £140 მლნ-დ შეიძინა.