ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს

ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს

access_time2022-11-09 11:50:00

კაფე-სანაყინე ლუკა პოლარე ის ადგილია, რომელსაც ჯელატოს ნაყინის მოყვარულები უკვე 14 წელიწადია, ზამთარ-ზაფხულ უდიდესი სიამოვნებით სტუმრობენ,  არა მხოლოდ ნაყინის, არამედ უგემრიელესი ყავისა და ნამცხვრების დასაგემოვნებლად ან,  უბრალოდ, სასიამოვნო ატმოსფეროში დროის გასატარებლად.


გადავწყვიტეთ, ლუკა პოლარეს ფანებისთვის ამ ბლოგით სასიამოვნო სიახლის მაუწყებლები გავმხდარიყავით - თიბისის მხარდაჭერით, ლუკა პოლარე გეგმავს ახალი, იტალიური და გერმანული დანადგარებით აღჭურვილი დიდი საწარმოს აშენებას, სადაც ჯელატოს ხაზის კიდე უფრო მეტი გემოსა და რაოდენობის ნაყინი დამზადდება.


„თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ჯელატოს საწარმოს ასაშენებლად მიწა უკვე შესყიდული გვაქვს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობის დაგეგმვა. ეს იქნება დაახლოებით 1500 კვ. მეტრამდე შენობა, რომლის აშენებასა და გამართვას 2 წელიწადი დასჭირდება და რომელიც დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. საწარმოში დასაქმდებიან პროფესიონალები, რომლებსაც ამ სფეროში თავად ვამზადებთ ადგილზე,“ - ამბობს კაფე-სანაყინე ლუკა პოლარეს დირექტორი, ტარიელ მახარაძე.


ლუკა პოლარეს ისტორია 2008 წელს, თბილისში, 20 კვ.მეტრში განთავსებული 15 სახეობის ჯელატოთი დაიწყო. დაარსების დღიდან, დამფუძნებლებმა მთავარ მიზნად მაღალი ხარისხის ჯელატოს ხაზის ნაყინი წარმოება-გაყიდვა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულება დაისახეს. სწორედ ეს ორი ფაქტორი მიაჩნიათ დღემდე ლუკა პოლარეს პოპულარობის მიზეზად, რაც უამრავ ერთგულ მომხმარებელზეც აისახება.



დღეისათვის ლუკა პოლარე მომხმარებელს თბილისის, ბათუმის, ქობულეთისა და რუსთავის 20 ფილიალში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ტექნოლოგიით, ნატურალური რძისგან და ხილისგან დამზადებული, მათ შორის ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი თუ დიაბეტური ჯელატოს გარდა, მომხმარებელს კაფეს მყუდრო, კომფორტულ სივრცეში უკვე ლუკას საყოველთაოდ ცნობილი ყავის, ჩაის, ცხელი შოკოლადის, ფრეშის, სალათების, სენდვიჩებისა თუ პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვნებაც ხვდება. ამას ემატება მუდამ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და მეგობრული პერსონალი. ყველაფერი ერთად კი ლუკა პოლარეს საყვარელ კაფე-სანაყინედ აქცევს.


„ჩვენ გვყავს გუნდი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებელი  ლუკას მიღმა, ქუჩაში ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომ პერსონალის შერჩევას და შემდეგ მათთვისაც სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისინი ქმნიან ლუკა პოლარეს სახელს - გარემოს, განწყობას, სივრცეს, სადაც თავი კომფორტულად უნდა იგრძნო, ანუ ადგილს, სადაც შეიძლება შენი ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო, ადგილს, რომელსაც უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლის სურვილები და მათგან წამოსული უკუკავშირი ჩვენს მუდმივ განვითარებას განაპირობებს. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს მათი და დროის მოთხოვნები და შესაბამისად, ყოველწლიური სიახლეებით ვამდიდრებთ ჩვენს სივრცეს, იგულისხმება როგორც გემოები, ასევე მომსახურების ფორმალური მხარეებიც,“ - ამბობს ტარიელ მახარაძე.


ახალი საწარმოს მშენებლობის დაგეგმვის პარალელურად, დამფუძნებლები ლუკა პოლარეს სამომავლო ფრენჩაიზინგის გეგმაზეც მუშაობენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლუკას თავდაპირველ სტრატეგიას - მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ   და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ლუკა პოლერეში, ანუ ადგილზე, სადაც შეგიძლია ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო!


(R)

 



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up