ლუკა პოლარეს განსხვავებული ფორმატის ფილიალი დედაენის ბაღში იხსნება  !

ლუკა პოლარეს განსხვავებული ფორმატის ფილიალი დედაენის ბაღში იხსნება !

access_time2022-07-22 15:50:26

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ გაფართოებას განაგრძობს. ფერად-ფერადი ნაყინის ბურთულებით ცნობილი ბრენდი, 23 ივლისს საქართველოს მასშტაბით, რიგით 23-ე განსხვავებული ფორმატის ახალ ფილიალს თბილისში, დედაენის ბაღში ხსნის. თბილისის მასშტაბით ეს რიგით მე–15 ფილიალია.


ფილიალის გარე ტერასაზე სხვადასხვა სივრცეები მოეწყობა, მათ შორის საბავშვო მოედანი და ალკოჰოლური ბარი. სივრცე მთელი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს.


როგორც კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი აღნიშნავს, ახალ ფილიალში სხვა პროდუქტებთან ერთად ალკოჰოლური სასმელიც გაიყიდება.


„სტრატეგიული განვითარების გეგმას დედაენის ბაღში ფილიალის გახსნით ვაგრძელებთ. ახალი ფილიალი განსხვავებულია თავისი სპეციფიკით, მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პირველი პრეცედენტია, როდესაც ჩვენს ფილიალში ალკოჰოლური სასმელი გაიყიდება და საღამოს განტვირთვის მსურველებისთვისაც შესაბამისი გარემო გვექნება. დარწმუნებულები ვართ ჩვენი განსხვავებული ფილიალი ყველასთვის საყვარელი სივრცე გახდება“ - აღნიშნა თეა თაბაგარმა.



როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი ამბობს, მთელი სეზონის განმავლობაში ახალ ფილიალში “Be Cool and Happy” კამპანია ჩაეშვება.


„მთელი სეზონის განმავლობაში ახალ ფილიალში “Be Cool and Happy” კამპანია ჩაეშვება. ქალაქში დარჩენილი ჩვენი სტუმრებისთვის, ფილიალის ტერასაზე ყოველ კვირეული ღონისძიებები გაიმართება. პატარებისთვის გვექნება შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, საღამოს ღონისძიებები უფროსებისთვის, მოეწყობა სხვადასხვა მასტერკლასები და შეხვედრები საინტერესო ადამიანებით.“- აღნიშნა ანი ციცქიშვილმა.


აღნიშნულ ფილიალში დამატებით 15-მდე თანამშრომელი დასაქმდება.


ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 14 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 15 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში 1.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up