ლუკაშენკამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა

ლუკაშენკამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა

access_time2022-09-28 21:00:04

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სოხუმში ჩასვლით საკუთარი ხელმოწერით გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გააფორმა და რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა.


2015 წელს თბილისში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას ხელი მოეწერა ორმხივ დოკუმენტს, სადაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საზღვრის ხელშეუხებლობასა და ძალის გამოყენების დაუშვებლობაზეა საუბარი.


2015 წლის აპრილში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა.


24 აპრილს თბილისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტების მიერ ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საზღვრების ხელშეუხებლობა. უეჭველია, რომ ეს განცხადება გულისხმობს საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, როგორც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებისადმი პრეტენზიებს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვახსენებთ ჩვენ აღმოსავლეთ მეზობლებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ ფორმატში, რომელსაც მას თბილისი ხედავს, 1993 წლიდან უბრალოდ აღარ არსებობს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს სტერეოტიპებითა და გარდასულ დღეთა განცდებით, ცდილობს არა მხოლოდ შეინარჩუნოს მითი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, არამედ მას სხვა ქვეყნებსაც ახვევს თავს ასეთი სახის არავითარი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ რეალობასთან წინააღმდეგობაში მყოფი დოკუმენტებით, - ნათქვამია 2015 წლის 27 აპრილს დეფაქტო უწყების მიერ განცხადებაში.


ამის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს 2018 წელს სტუმრობდა.


როგორც მაშინ რადიო თავისუფლება წერდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალექსანდრ ლუკაშენკოს 2018 წლის 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე საგანგებო ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის წინ ბელარუსიის პრეზიდენტმა აფხაზეთში შექმნილი მიუღებელი ვითარება ახსენა:

„თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად... ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი, კეთილი, პატიოსანი ხალხია - ისეთივე, როგორც ბელარუსში“.



ამასთან, ვიდრე ერთობლივი ბრიფინგი გაიმართებოდა, პრეზიდენტის სასახლეში, საზეიმო დახვედრისა და შეხვედრების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ. ამ ხელმოწერით, სხვა საკითხების გარდა, ბელორუსია და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.


ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიას 1994 წლიდან მართავს. ბელარუსია აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან და დიდწილად მის მსხვილ პროექტებშია ჩართული. ბელარუსია რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიული კავშირის წევრია და აქტიურად მონაწილეობს მასშტაბურ სამხედრო სწავლებებში რუსეთთან ერთად. სომხეთთან, ყაზახეთთან და ტაჯიკეთთან ერთად, ბელარუსიაც გაწევრიანებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელსაც პრაქტიკულად რუსეთი მართავს.

დღეს კი ბალარუსის პრეზიდენტი სოხუმშია


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა.


„საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელებთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ისინი უბრალოდ მიყვებოდნენ აფხაზეთზე. საჯაროდ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ცუდი არაფერი შემიმჩნევია, რამაც გამაკვირვა. ჩვენ ცუდს არავის ვუკეთებთ - არცერთ მხარეს. არც ქართველებს. ჩვენ სიკეთით მოვედით“, - განაცხადა ლუკაშენკამ ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე.


მანამდე აღიარა, რომ „დესანტი“ აფხაზეთში ადრეც გადაუსხამს“.


„გენერალი აქ ადრეც იმყოფებოდა, ვითარების შესასწავლად“, - განაცხადა მან.


ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.


  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სიგნალებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.


  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.


  • 30 აგვისტოს აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. ამასთან, აფხაზეთის ლიდერმა დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.


  • საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.


ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც: 

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.


  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.


  • ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.


წყარო: radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up