ნავთობპროდუქტების ჭარბწარმოების გამო რუსული ნავთობგიგანტი ლუკოილი ქარხნების გაჩერებას აპირებს. ამის შესახებ kommersant.ru ლუკოილის ხელმძღვანელისა და თანამფლობლის ვაგიტ ალეკპეროვის მიერ რუსეთის ვიცე–პრემიერის ალეკსანდრ ნოვაკისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს. წერილში აღნიშნულია, რომ ექსპორტის შემცირების გამო კომპანია მაზუთის ჭარბწარმოების წინაშე აღმოჩნდა.
„გადამუშავებაში მკვეთრად შემცირდა მაზუთის გატანა და შედეგად საცავებში ჭარბი საწვავი დაგროვდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ალეკპეროვის თქმით, საცავების გადავსება ქარხნების გაჩერებას გამოიწვევს.
გამოსავალს ალეკპეროვი მაზუთის თბოსადგურებში გადაზიდვაში ხედავს და ამის გამო გარემოზე მავნე ზემოქმედებისთვის მოქმედი ჯარიმების დროებით გაუქმებას ითხოვს.
ლუკოილს რუსეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს. როსნეფტის შემდეგ იგი სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელია რუსეთის ფედერაციაში. 2021 წელს კომპანიამ დაახლოებით 43 მლნ ტონა ნავთობი გადაამუშავა.