რუსული „ლუკოილისა“ და „გაზპრომის“ ამერიკული პარტნიორი, Halliburton-ი, კომპანიებთან კონტაქტს 15 მაისიდან წყვეტს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ინფორმაცია რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ, Halliburton-მა მარტის დასაწყისში გაავრცელა. კორპორაციამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ამ პროცესების უსაფრთხოებას და საიმედოობას.
შეგახსენებთ, რომ Halliburton-ი ჭაბურღილების საბურღი აღჭურვილობის, სატანკო მეურნეობისა და გაზის სექტორისთვის IT ტექნოლოგიების შემუშავებით არის დაკავებული. რუსული აქტივები, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დაახლოებით 340 მილიონი დოლარია.