ლუკოილმა იტალიაში, კერძოდ სიცილიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაყიდა- - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით ათასობით მუშა შიშობს, რომ უმუშევარი დარჩება. გარიგების თანხა ჯერჯერობით არ სახლდება, თუმცა მხარეები ხელშეკრულების დახურვას 2023 წლის მარტის ბოლოს გეგმავენ, რაც მარეგულირებელი ორგანოებისა და იტალიის მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ნავთობქიმიური ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, გაზიფიკაციის ბლოკსა და ელექტროსადგურს მოიცავს.
ქარხნის მყიდველი G.O.I. Energy Limited-ია, რომელიც ფონდ ARGUS New Energy Fund-ის ენერგეტიკული განყოფილებაა. G.O.I. Energy პარტნიორობაზე კომპანია Trafigura-ს შუთანხმდა, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილესი ტრეიდერია. პარტნიორობის ფარგლებში, Trafigura გადამამუშავებელი ქარხნისთვის ნედლეულის უწყვეტ მიწოდებას, პროდუქციის გადაზიდვასა და სამუშაო კაპიტალის საჭირო დონეს უზრუნველყოფს.
ევროკავშირის სანქციების გამო 2022 წლის 5 დეკემბრიდან სიცილიის გადამამუშავებელი ქარხანა რუსულ ნედლ ნავთობს გადასამუშავებლად ვეღარ იღებს. „ლუკოილი“ სიცილიის კომპლექსის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეა, აწარმოებდა. Financial Times დეკემბერში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქარხნის განხილული ღირებულება 1-1,5 მლრდ ევროს შეადგენდა. სიცილიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 10 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.