ლვოვში, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა - ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. სხვა დეტალები ამჟამად უცნობია.
როგორც ლვოვის მერი ანდრეი სადოვი მეტიდეტალს არ აკონკრეტებს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ გაავრცელონ ფოტო-ვიდეო მასალები სარაკეტო თავდასხმის შემთხვევის ადგილიდან და დარჩნენ თავშესაფრებში.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ლვოვის საკრებულოსა და გუბერნატორზე დაყრდნობით კი იუწყება, რომ სამიზნე სავარაუდოდ, საკომუნიკაციო კოშკი იყო.
დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, სავარაუდოდ, სულ სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.
Update: Explosions and smoke being reported IVO Lviv shortly after air raid sirens went off.
— The Intel Hub (@The_IntelHub) March 26, 2022