m² -ის ისტორიაში პირველად, კომპანიის პროექტებში კომერციული ფართის შეძენაა  შესაძლებელი

m² -ის ისტორიაში პირველად, კომპანიის პროექტებში კომერციული ფართის შეძენაა შესაძლებელი

access_time2022-07-22 11:55:57

m²-ის 15-წლიან ისტორიაში პირველად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის პროექტებში კომერციული ფართი შეიძინოს და საკუთარი მომსახურება ან პროდუქტი მოხმარებელს შესთავაზოს.


m²-ის მიმდინარე პროექტებში: საბურთალოზე, m² მირცხულავასა და m² ჭყონდიდელზე კომერციული ფართების გაყიდვა უკვე დაწყებულია. მათი შეძენა მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად,  ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან შიდა უპროცენტო განვადებითაა შესაძლებელი.


რადგან m²-ის მისია მაცხოვრებლებისთვის და ზოგადად, ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, კომპანია დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენელს კონსულტაციას გაუწევს - რომელი ბიზნესსაქმიანობა იქნება მოთხოვნადი და მომგებიანი. ამასთანავე, მყიდველს, რომელიც თვითონ არ აწარმოებს ბიზნესს, m² საბროკერო სერვისით ფართის გაქირავებაში დაეხმარება.


„m² უკვე 15 წელზე მეტია, ბაზარზე ოპერირებს, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება და კომპეტენცია დაგვიგროვა დეველოპერულ და უძრავი ქონების სექტორში. კომერციული ფართის m²-ის პროექტებში შეძენის შესაძლებლობა მომგებიანი კომერციული შეთავაზებაა და ის ამ ფართის მომავალში საუკეთესო ფასად გაქირავებას, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან მის მომგებიანად წარმართვას გულისხმობს. კომერციული ფართების გაყიდვის გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას ვაძლევთ, თავისი პროდუქტის თუ მომსახურების შეთავაზების არეალი გააფართოვოს, მეორე მხრივ, კი - ჩვენს მაცხოვრებლებს და ზოგადად,  ყველას, ვუქმნით კომფორტს, მათთვის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ხელსაყრელ ადგილას, მარტივად მიიღონ“, - ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m²-ის გენერალური დირექტორი.



m²-ის პროექტებში ფართების შეძენა შეუძლიათ როგორც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე - ფიზიკურ პირებს. სივრცეები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შშმ პირებზე.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ m²-ის ვებ-გვერდს - www.m2.ge; დაუკავშირდით კომპანიის ცხელი ხაზს, ნომერზე  - 2 444 111,  ან ესტუმრეთ გაყიდვების ოფისს (წერეთლის118; ალ.ყაზბეგის 15) .


(R)

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up