„მაჩანჩალა ქვეყანა ვართ... სტატისტიკური მონაცემებით ლავირება მარტივია“

„მაჩანჩალა ქვეყანა ვართ... სტატისტიკური მონაცემებით ლავირება მარტივია“

access_time2022-06-24 17:00:00

საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მუდმივად აპელირებს რეიტინგებზე და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, თუმცა, როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, რაც არ უნდა ინდექსებით თავი მოვიწონოთ, პრობლემა ბევრია.


აქედან გამომდინარე საკუთრების ფორმირების პრობლემა აჩენს, დიდწილად იმას რომ ინვესტიციები არ  შემოდის

„სტატისტიკური მონაცემებით ლავირება ძალიან მარტივია და პრაგმატულად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. სხვადასხვა ტიპის სტატისტიკა, ინვესტიცია იქნება ეს, სიღარიბე თუ სხვა მაჩვენებელი, ისე შეგიძლია შეფუთო, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. თუმცა სიღრმეებში რომ ჩავიდეთ, ეს არ გულისხმობს ახალ ინვესტიციებს, ახალ ინფრასტქტურულ პროექტებს, ახალ ქარხნებს, სექტორის  რეალურად განვითარებას და ა.შ. ეს ყველაფერი არის უბრალოდ თავის მოტყუება“, -  ამის შესახებ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა  ნოდარ სირბილაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისივე თქმით ახლა შეიძლება ომი არის ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგრამ წინა წლებში შედარებით სტაბილური მდგომარეობის დროსაც ინვესტიციების მნიშვნელოვანი დეფიციტი ჰქონდა საქართველოს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ 2020 წლის პანდემიას გამოვრიცხავთ. 

 


„ამ თემას ვუყურებ კომპლექსურად, მათ შორის ბევრი რაღაცაა, პირველია  სახელმწიფოს დიდი ზომა, რაც  არ უნდა იძახოს მთავრობამ, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებში მოწინავე პოზიციებზე ვართ, მისი ზომა არის  დიდი. როდესაც ინვესტორი შემოდის, მას უწევს მთავრობასთან შეჯახება, მაგალითად  ეკონომიკის  სამინისტროსთან  და  სხვა უწყებებთან კონკრეტული დეტალების შეთანხმება , მაგალითისთვის  შეგვიძლია ავიღოთ  ნამახვანჰესი ,ეს ბიუროკრატია და პირადი ინტერესები, თან იმ ფონზე  როდესაც  ინსტიტუციური  გარემო არც  თუ ისე მყარი გვაქვს, საბოლოო ჯამში ანგრევს და  დისკრედიტაციას უწევს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს. აქ მთავრობის როლი გადამწყვეტია.

 

მეორე  არის საკუთრების უფლება, ჩვენთან საკუთრება არ არის ფორმირებული ბოლომდე, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტერიტორიები და აქტივები არის სახელმწიფოს ბალანსზე, როდესაც ინვესტორი შემოდის, გინდა არ გინდა ელაპარაკება  სახელმწიფოს , ბიუროკრატს, შემდგომში მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე დროში იწელება და ამას გაურბის ინვესტორი,  მით უმეტეს საქართველოსნაირი გარდამავალი ეკონომიკის  მქონე  ქვეყანაში. აქედან გამომდინარე საკუთრების ფორმირების პრობლემა აჩენს, დიდწილად იმას რომ ინვესტიციები არ  შემოდის“, - აღნიშნა ნოდარ სირბილაძემ.

 

სირბილაძის განმარტებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და  რაც არ უნდა ინდექსებით თავი მოვიწონოთ, რომლის მიხედვითაც  მოწინავე  პოზიციაზე ვართ, ეს ასე არ არის.

 

„აბა,  ჩავყვეთ  დეტალურად თუ რა ხდება ეკონომიკური  თავისუფლების ინდექსში და ავიღოთ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც  არის  სასამართლო ინსტიტუტი. კანონის  უზენაესობის თვალსაზრისით, წლების განმავლობაში გვაქვს  კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა, საშუალოდ  შესაძლო 100 ქულიდან გვაქვს 56-60. ესეც  მნიშვნელოვანი პრობლემაა. ასახელებენ სხვა  არგუმენტებსაც  , მაგალითად ადამიანების  კვალიფიკაციას, მაგრამ ესეც მორევადია და პასუხისმგებლობიდან გაქცევის საშუალებაა. სინამდვილეში მთავარი პრობლემები გვაქვს თვალწინ — საკუთრების უფლება არ არის დასრულებული და ინვესტორს კერძო  პირები არ  ესაუბრებიან და ესაუბრება ბიუროკრატი მთავრობა, არ ვუყურებთ იმასაც რომ „კანონის უზენაესობა“ არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ყველას თავისი პირადი ინტერესი აქვს. ნორმალური ინვესტორი ამ  გარემოში არ შემოვა. მაჩანჩალა ქვეყანა ვართ  ბევრი, მათ  შორის,  უცხოური ინვესტიციების  პარამეტრებით“, - აღნიშნა ნოდარ სირბილაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up