მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა!

მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა!

access_time2022-07-20 11:31:21

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მაჭახელას ეროვნულ პარკში გახსნილი ახალი საგამოფენო სივრცე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დაათვალიერა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა ესწრებოდნენ.


„გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის მომხმარებელზე. აქ მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ვიზიტორთა დაინტერესებას კონკრეტული რეგიონით, რაც დადებითად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.


საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. ვიზიტორები უკეთ გაეცნობიან მაჭახელას ხეობის ისტორიასა და კულტურას და შეძლებენ მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას. ვიზიტორები მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ  დამატებითი ინფორმაციის მიღებას, ინტერაქტიულ რეჟიმშიც შეძლებენ.



საგამოფენო დარბაზის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.


“მაჭახელას ეროვნული პარკი ტურისტული თვალსაზრისით ნამდვილად საოცარი ადგილია, თავისი არაჩვეულებრივი ბუნების გამო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით დაარსდა ტურისტული ცენტრი და საგამოფენო სივრცე აქ. იმედი მაქვს, რომ ვიზიტორები ესტუმრებიან და ისინი ნამდვილად შეიტყობენ უფრო მეტს ამ ადგილის შესახებ, რომელიც საქართველოს სამოთხის ნაწილია” - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ.


საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ხოლო მის ტექნიკურ შესრულებაში „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ჩაერთო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up