მაჭახლის ხეობაში „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.
„ეთნოსოფლის“ პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და ზოგადად მოიცავს მაჭახლის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციასა და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტებს.
პროექტის ფარგლებში დღეისათვის ზედა ჩხუტუნეთში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. შენობაში საკონფერენციო და საგამოფენო, ასევე ეთნოგრაფიული სივრცეები მოეწყობა. ამ ეტაპზე გადახურვისა და რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე ჩასული იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
პროექტის დეტალები მას კომპანია „მართ ბილდინგ კომპანის“ დირექტორმა გიგა კენჭაძემ გააცნო.
„ეთნოსოფლის“ პროექტით მომდევნო წელს ზედა ჩხუტუნეთის ცენტრის და მუზეუმის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.