მადლობა საქართველოს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის - უკრაინის განათლების მინისტრი

მადლობა საქართველოს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის - უკრაინის განათლების მინისტრი

access_time2022-06-04 17:19:34

უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ომის პირობებში საქართველომ უკრაინისადმი უდიდესი მხარდაჭერა გამოიჩინა. სერგეი შკარლოტმა მედიასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მოსწავლეების ხელშეწყობა თითოეული უკრაინელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეს არის უდიდესი, ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პირობებში. 100-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა უკრაინული კლასები და გამოყო საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი ბავშვებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული სტრატეგია, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლების მიღების პროცესი არ შეჩერდეს. ჩვენს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს, ჩვენს მეგობრებს ამ უმნიშვნელოვანესი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ!“- განაცხადა სერგეი შკარლოტიმ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.


უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ, როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო". ამასთან, მათთვის იგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებითაც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები, ქართველი თანატოლების მსგავსად, სარგებლობენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე, შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 1000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 400-ზე მეტი ბავშვი სწავლობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up