მადრიდის „რეალს“ ჯუდ ბელინგჰემის შეძენა სურს, მაგრამ თუ ესპანურმა გიგანტმა ეს ვერ მოახერხა, ალტერნატიული გეგმა უკვე აქვთ. Cadena SER-ის ცნობით, მადრიდის რეალს მხედველობაში ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს. კლუბი ყურადღებით აკვირდება „ნაპოლის“ ვარსკვლავს.
როგორც გამოცემა წერს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 გოლით და 14 საგოლე გადაცემით კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
კარიმ ბენზემამ ბოლო სეზონებში ძალიან კარგად ითამაშა, ოქროს ბურთიც კი მოიგო, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ახალი ფორვარდის შესაძენად კანდიდატის ძიება მაინც გააძლიერა. როგორც Madrid Universal-ი წერს, სწორედ აქ გამოდის კვარაცხელია ბრძოლის ველზე. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი აღჭურვილია ისეთი თვისებებით, რომლითაც მადრიდის „რეალის წინა ხაზზე გაბრწყინებას და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას შეძლებს.
„ამას გარდა, კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ დიდ გულშემატკივრად ითვლება, რაც კლუბს მხოლოდ დაეხმარება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ნაპოლის“ თავისი ძვირფასი თავდამსხმელის ასე მარტივად დათმობა არ სურს და მას დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებს,“ - წერს გამოცემა.