კასტილია ლა მანჩის გასტრონომიული ასოციაციის ინიციატივითა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანადგომით, მადრიდში ხელი მოეწერა გასტრონომიული ტურიზმის ინსტიტუტსა და საქართველოს ენოტურიზმის (GETA) ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
„ვფიქრობ, ამ შეთანხმებით ვიწყებთ რაღაც მნიშვნელოვანს და საინტერესოს ორივე ქვეყნის ხალხისთვის, - განაცხადა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ილია გიორგაძემ.
მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა რაფაელ ანსონმაც, რომელიც ცერემონიალს ესწრებოდა,
საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციას მემორანდუმის გაფორმება ურთიერთობის მიმართულებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბექა ჯაყელმა მიულოცა და თანადგომისთვის მზად ყოფნა გამოხატა.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქართული და ესპანური ღვინო და კერძები დააგემოვნეს.
ქართული სამზარეულო წარადგინა რესტორანმა NUNUKA-მ.
ქართული მარნებიდან წარმოდგენილი იყო ETNO OKAMI და Chelti,
ესპანური მხრიდან Alto Landon და Llámalo X წარმოადგინეს ლა მანჩის ქვევრში დამზადებული ღვინო.
ესპანური გასტრონომია წარმოადგინა სამმა კომპანიამ - Trufa Zero, Panes Gustos de antes და Casas de Hualdo.