მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აფეთქდა ამანათი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ უკრაინის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტი დაადასტურა. მისი თქმით, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
ამავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ უკრაინის ყველა საელჩოს უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა. გარდა ამისა, მან თავის ესპანელ კოლეგას სთხოვა თავდასხმის უსწრაფესად გამოსაძიებლად ზომები მიიღოს.