მსოფლიოში ცნობილმა კონტეინერების ოპერატორმა AP Møller-Mærsk (ასევე ცნობილი როგორც Maersk) განაცხადა, რომ რუსეთის პორტის ოპერატორი Global Ports Investments-ის 30,75%-ის რუსულ კომპანია Delo Group-ზე მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
Maersk-მა თავისი წილი Global Ports-ში მარტში გაიყიდა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.
Moeller-Maersk კონტეინერების გადაზიდვისა და პორტების მენეჯმენტში მსოფლიო ლიდერია. ჯგუფი მთელს მსოფლიოში 70-ზე მეტ საკონტეინერო ტერმინალს ფლობს. მისი ფლოტი 786 გემისგან შედგება.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში Maersk-ის შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,5-ჯერ გაიზარდა და 21,7 მლრდ დოლარს მიაღწია, ასევე, 10,3 მლრდ დოლარამდე გაორმაგდა გადასახადამდე და ცვეთა-ამორტიზაციამდე მოგება (Earnings Before Interest, Taxes, Depreciation, and Amortization- EBITDA), ხოლო პროცენტამდე და გადასახადამდე მოგება (Earnings before interest and taxes-EBIT) 2,2-ჯერ გაიზარდა, რამაც 8,9 მლრდ დოლარი შეადგინა.
Maersk წელს მოელის, რომ კომპანიის EBITDA, დაახლოებით, 37 მლრდ დოლარს, ხოლო EBIT, თითქმის, 31 მლრდ დოლარს მიაღწევს.