დანიური ლოჯისტიკური და გემთსაშენი კომპანია Maersk-ი რუსეთში საქმიანობას სრულად წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ მესამე კვარტლის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ.
„A.P. Moller - Maersk ასრულებს საქმიანობას რუსეთში, რაც საბოლოო ჯამში მიიყვანს კომპანიას ქვეყნის სრულად დატოვებამდე. ყველა მომსახურება რუსეთში და რუსეთიდან მიმდინარე წლის პირველი კვარტლიდან არის შეწყვეტილი, ხოლო მესამე კვარტალში მოხდა კომპანიის 30,75%-იანი წილის გაყიდვა კომპანიაში Global ports investments (GPI). დარჩენილი აქტივების ლიკვიდაციის პროცესი გრძელდება“, - წერია განცხადებაში.
კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ Global ports-ში წილის გაყიდვა Maersk-მა აგვისტოში განახორციელა, ხოლო თავად გაყიდვის პროცესი სექტემბერში დაასრულა.