დანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Maersk-მა რუსეთში თავისი ლოგისტიკური აქტივები გაყიდა.
სანქ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში Maersk-ის საკუთრებაში არსებული ორი საწყობი კომპანია IG Finance Development-ს გადაეცემა. კომპანიებს გარიგების დეტალები და ტრანზაქციის მოცულობა არ გაუსაჯაროებიათ. აქტივების გასხვისება რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შედეგია, გასულ წელს Maersk-მა რუსეთში ოპერირება შეაჩერა და პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის ბაზრიდან გავიდოდა.
ნოვოროსიისკის ობიექტი 28,750 კვადრატული მეტის მოცულობისაა და 1,500 კონტეინერს ინახავს. რაც შეეხება სანქ-პეტერბურგის საწყობს, მისი მოცულობა 23,500 კვ.მ-ს შეადგენს.