მაღალი გამავლობის მანქანებისთვის რაჭაში საავტომობილო მოძრაობა ყველა სოფელთან აღდგა

მაღალი გამავლობის მანქანებისთვის რაჭაში საავტომობილო მოძრაობა ყველა სოფელთან აღდგა

access_time2020-08-07 22:30:29

რაჭაში მომხდარი სტიქიიდან მე-10 დღეს, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის, დროებით მოწყობილი მისასვლელებით, ყველა იმ სოფელთან აღდგა საავტომობილო მოძრაობა, რომელიც გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.


ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან, სოფლების - გომი-ჯინჭვისისა და მაჟიეთი-ხიდეშლების მისასვლელ გზებზე.


მაღალი გამავლობის ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკისათვის საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია სოფლების - ჭიორასა და ღების მისასვლელ გზაზე. ასევე, დროებითი მისასვლელები მოწყობილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე, 128-ე, 129-ე, 131-ე კმ-ზე, შოვთან დამაკავშირებელ საგლოლოს ხიდსა და შოვი-გლოლას მიმართულებით ჩამოშლილი გზებზე.


სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაო დასრულდა სოფელ მაჟიეთთან, ხოლო სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზაზე მოეწყო ახალი ხიდი.


დროებით მოწყობილ გადასასვლელ გზებსა და ხიდებზე გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.



პარალელურად, სტიქიის ზონაში გრძელდება მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირების სამუშაო, დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთების აღსადგენად კი ინტენსიურად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 საპროექტო ჯგუფი. საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
მეგზევეებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე აგრძელებენ მუშაობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა. მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფები.


უკვე დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ონის წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა. მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდებოდა.


სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მეოთხე დღეა ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებმა, 29 ივლისიდან დღემდე, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 660 ადამიანი და აქედან 170 ბავშვი გადმოიყვანეს. ასევე, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყვეს მოსახლეობის სურსათით, მედიკამენტებითა და აუცილებელი ნივთებით მომარაგება.


ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობით, ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც, რომელმაც ფაქტობრივად დაასრულა ყველა სოფელში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების აღწერა-შეფასების პროცესი და ამ ეტაპზე მზადდება საბოლოო ანგარიში.


მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის პირველადი შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამ სოფელში ათზე მეტი ოჯახი ექვემდებარება გამოსახლებას.

თეგები:
რაჭა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up