მაღალი ინფიცირების გამო კომპანიებში მუდმივი კადრების შენარჩუნება ჭირს

მაღალი ინფიცირების გამო კომპანიებში მუდმივი კადრების შენარჩუნება ჭირს

access_time2021-08-12 15:00:10

პანდემიის პერიოდში ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შრომის ბაზარზე გამოიკვეთა, დასაქმებულებს უკავშირდება. იმის გამო, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს, კომპანიებში ხშირად უწევთ თანამშრომლების გათავისუფლება გარკვეული ვადით, რაც ბიზნესში არასტაბილურობას იწვევს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ სამეწარმეო ბიზნესის და  სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ.


როგორც შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის“ დამფუძნებელი პაატა აბრამია ამბობს, ქარხანაში 35 დასაქმებულია და  დღეს პრობლემა ყველაზე მეტად შრომითი რესურსის განაწილებას უკავშირდება.


„ლარის კურსი, ინფლაცია, პანდემიური სიტუაცია და სხვა უამრავი მიზეზია, რაც ბიზნესში არასტაბილურობის განცდას იწვევს. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დასაქმების მიმართულებით გვაქვს პრობლემა. არის შემთხვევები, როცა დასაქმებულები, ან მათი ოჯახის წევრები ინფიცირდებიან და ამის გამო ადამიანი სამუშაო პროცესს დროებით ეთიშება. მიუხედავად ამისა, არ გავჩერებულვართ, ვმუშაობთ რეგულაციების დაცვით, ამ ეტაპზე საწარმოში 35 დასაქმებულია. კადრები არ შეგვიმცირებია, თუმცა ვერ გავზარდეთ, როგორც ეს დაგეგმილი იყო“, - ამბობს არახამია „კომერსანტთან“ საუბარში.


ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი პრობლემა საწარმოო პროცესს უკავშირდება, კერძოდ, მუშახელის ნაკლებობას.



„პანდემიაა და სანამ საშიში ვირუსი არსებობს საქართველოში, შრომის ბაზარზე მუდმივად იქნება პრობლემა. კომპანიაში 150 დასაქმებულია. კადრებს ვინარჩუნებთ, მაგრამ ხშირად გვიწევს დროებით ადამიანის გათავისუფლება, რაც შემდეგში საწარმოო პროცესზე ნეგატიურად აისახება. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, ასე მუშაობენ კომპანიები მთელ მსოფლიოში. ფაქტობრივად ფორსმაჟორული სიტუაციაა, რასთანაც დღესდღეობით ბიზნესს უწევს გამკალვება. მუდმივად გვიწევს გადაწყობა, გაჭირდა მუშახელი, თან, კვალიფიკაციის პრობლემაცაა. დღესდღეობით ვუძლებთ, მაგრამ სანამ ინფიცირების მაჩვენებლები მატულობს, შეიძლება უფრო გაგვიჭირდეს“, - ამბობს ბიზნესმენი.


აღნიშნულთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ საუბრობენ  დასაქმებულებიც. სვეტლანა იოსავა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს. მისი თქმით, კადრების სისტემატური ცვლილების გამო გრაფიკის მიხედვით უკვე ვერ მუშაობს და თავისუფალი დრო იშვიათად რჩება.


„ვმუშაობთ ყველა რეგულაციის დაცვით, გვიტარდება ტესტი, ამ მხრივ ადგილზე უსაფრთხო  გარემოა, მაგრამ მაინც არის ინფიცირების შემთხვევები, მუდმივად 10 ადამიანი ვმუშაობთ მაღაზიაში, სულ 22 დასაქმებულია. ხან ინფიცირებულის კონტაქტი აღმოჩნდება ვინმე ან აოჯახის წევრი და დროებით გვიწევს სამუშაო ადგილის მიტოვება. მეც 12 დღე გამოვეთიშე სამუშაოს, რადგან შვილი ინფიცირებული იყო. სულ რამდენიმე დღეა, სამსახურში გავედი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სხვისი სამუშაოს განაწილება გვიწევს, ახალი კადრი არ დაუმატებიათ, თუ აქამდე 2 დღე ვმუშაობდი და მომდევნო 2 დღე ვისვენებდი, 3 დღე გადაბმულად ვმუშაობ, რაც ძალიან რთულია, არანორმალურ რეჟიმში ვართ“, - ამბობს სვეტლანა იოსავა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 466 326 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 49 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 6 279 მოქალაქე ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,43%, ბოლო 14 დღის - 9,63%, ბოლო 7 დღის - 10,52%.

 

 მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up