მაღალი ინფლაცია - გლობალური ფაქტორების თუ სტატისტიკური მონაცემების ფორმირების მეთოდოლოგიის შედეგი

მაღალი ინფლაცია - გლობალური ფაქტორების თუ სტატისტიკური მონაცემების ფორმირების მეთოდოლოგიის შედეგი

access_time2022-02-04 15:00:50

საქართველოში მაღალი ინფლაციის გამომწვევ მთავარ ფაქტორად გლობალური პროცესები სახელდება. ამას აღიარებს მთავრობა და საწინააღმდეგო აზრი არც ექსპერტებს აქვთ, მაგრამ ცალკე აღსანიშნავია მეთოდოლოგია, რამაც ინფლაციური მაჩვენებლების გამოთვლაში დიდი  როლი ითამაშა. კერძოდ, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თავის დროზე სუბსიდირების მექანიზმის ინფლაციაში გათვალისწინებამ კლება განაპირობა და ახლა პირიქით - იგივე მეთოდოლოგიით ისედაც მაღალი ინფლაცია ხელოვნურად გაიზარდა.


,,თავის დროზეც ვამბობდი და ვურჩევდი ეკონომიკურ გუნდს, რომ სუბსიდირების მექანიზმი ინფლაციის გამოთვლისას არ გაეთვალისწინებინათ. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ამ ზომების მიღება მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა. პირობითად, 100 მილიონი ლარის კომუნალურ ხარჯებში მოსახლეობამ მხოლოდ 60 მილიონი გადაიხადა, დანარჩენი 40 მილიონი მთავრობამ დაუსუბსიდირა. სტატისტიკურ მაჩვენებლებში ცვლილება აისახა ისე, თითქოს 40%-ით შემცირდა ხარჯი წინა 2020 წელთან შედარებით. თუმცა მომავალ წელს, ფასი გაიზარდა, სუბსიდია მოიხსნა და ჯამში ამან გამოიწვია კომუნალური გადასახადის მკვეთრი ზრდა სტატისტიკურ მონაცემებში. ამ მეთოდიკური უზუსტობის გამო ინფლაციის არასწორი მაჩვენებელი მივიღეთ. ჩემი აზრით, რეალურად ინფლაცია 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ციფრებში დიდი აცდენა  მეთოდიკის ,,დამსახურებაა“, - განმარტავს სოსო არჩვაძე.


გარდა ამისა, სტატისტიკოსი საუბრობს გლობალურ ინფლაციაზეც, რის გავლენაც ადგილობრივ ბაზარზე ასევე დიდი მასშტაბისაა.


,,მსოფლიო ბაზარზე ვყიდულობთ სურსათის, რომელიც დაახლოებით 28%-ით არის გაძვირებული,  ნავთობპროდუქტებს, რომლის შესაძენად 2021 წელს გადავიხადეთ დაახლოებით 250 მილიონი დოლარით მეტი იმ რაოდენობის შესაძენად, რასაც წინა წელს ვყიდულობდით. 90 მილიონ დოლარზე მეტი სურსათშია გადახდილი, რაც საბოლოოდ ინფლაციაში აისახა. გარე ფაქტორი რომ არ ყოფილიყო და ქვეყნის შიგნითაც სწორად დათვლილიყო,  ჩვენ ინფლაცია 5%-ზე მაღალი არ გვექნებოდა“, - ამბობს არჩვაძე.



რაც შეეხება მოსალოდნელ ტენდენციას, სტატისტიკოსის პროგნოზით, თებერვალში გვექნება მაღალი ინფლაცია და მარტიდან თანდათან შემცირდება, მეთოდოლოგიური უზუსტობა, რაც დაშვებულ იქნა, დაკარგავს თავის გავლენას, ამასთან პროდუქციის გაიაფებას სეზონური ფაქტორიც ხელს შეუწყობს.  


მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე ფასები იმ დონეზეა მიღწეული, რომლის შემდეგაც გაძვირების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9 პროცენტი შეადგინა. 


მთავრობის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ 3 პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up