„მაღალი ინფლაციის დროს ფასიანი ქაღალდის ყიდვა წამგებიანია“ - ჯაბა დიხამინჯია

„მაღალი ინფლაციის დროს ფასიანი ქაღალდის ყიდვა წამგებიანია“ - ჯაბა დიხამინჯია

access_time2021-05-29 11:00:15

რა გავლენა აქვს ინფლაციას სამომხმარებლო ნედლეულის ბაზარზე და როგორ შეიძლება, რომ ის ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ ამ და სხვა თემებზე რადიო კომერსანტის გადაცემაში კომერსანტის დილა საფონდო ბირჟის ექსპერტმა ჯაბა დიხამინჯიამ ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაციის ასეთი ზრდა ინვესტორებში შიშს იწვევს.


შეერთებული შტატების ბაზარზე მარტთან შედარებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელი 0,8%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალია, რადგან ამერიკას 2008 წლის შემდეგ ინფლაციის ასეთი ზრდა არ ჰქონია. ინფლაციის მაჩვენებლის ასეთი ზრდა საინვესტიციო მიმართულებით ინვესტორებში შიშსა და შესაბამისად ცვლილებებს იწვევს და მინდა გითხრათ, რომ ამ მაჩვენებლის შემდეგ საფონდო ბირჟებზე ქმედება ძალიან  რადიკალურად აისახა, ბირჟებზე ფასი დავარდა, რადგან 0,6%-იანი ზრდის მოლოდინი იყო.  თუმცა ინფლაციამ მოლოდინს გადააჭარბა და 0,8% იანი ზრდა დაფიქსირდა.


მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ როდესაც საინვესტიციო მიმართულებით ინფლაცია მზარდია, ინვესტორები, მენეჯერები და ფინანსურ სამყაროში აქტიურად მოთამაშე ადამიანები თავიანთ ქმედებას ცვლიან, საინვესტიციო მიმართულებებს აფინანსებენ და კაპიტალი სხვადასხვა მიმართულებით გადააქვთ.


მნიშვნელოვანი კითხვაა თუ სად არის მაღალი ინფლაციის დროს ინვესტიციის გაკეთება საინტერესო, რადგან ვიცით რომ ინფლაცია მოგებას ჭამს, დოლარს ასუსტებს და შესაბამისად სარგებელის მიღების მიზნით ადამიანები წყვეტენ თუ სად ჩადონ თავიანთი კაპიტალი, რომ მოგება დაგენერირდეს“, -  აღნიშნა ჯაბა დიხამინჯიამ.

 

დიხამინჯიამ აღნიშნა, რომ ინფლაციისგან დაზღვეული სახაზინო ობლიგაციების დროს თუ ინფლაცია მზარდია, მაშინ ობლიგაციებიც მზარდ მოგებას იძლევიან და ამ მიმართულებით საფონდო ბირჟებზე საკმაოდ დიდი კაპიტალის აკუმულირება შეინიშნება.



მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულება არის უძრავი ქონება და ასევე ნედლეულის ბაზარი. დიხამინჯიამ აღნიშნა, რომ 2020 წლის მერე ნედლეულის ინდექსი საკმაოდ მომატებულია, წინა წლებში მთელი 12 თვის განმავლობაში დაღმასვლა შეინიშნებოდა, ხოლო 2020 წლიდან ამ ინდექსმა  აღმასვლა დაიწყო. 

 

„აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი 6.1%-ზე არის ასული, შეიძლება ეს ციფრი მაღალი არ არის, მაგრამ პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 3.9-ზე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 12 მილიონი ადამიანია დაუსაქმებელი, ესენი არიან ადამიანები რომლებიც თავიანთი ასაკიდან გამომდინარე შრომის უნარიანად ითვლებიან, გარდა ამისა  გამოვიდა ინფორმაცია, რომ შრომის ბაზარი უმუშევრებს 8 მილიონ სამუშაო ადგილს სთავაზობს. პრეზიდენტმა ბაიდენმაც განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ასეთ  სამუშაოებზე,  შეიძლება  ჩათვალოს რომ მათ უმუშევრობის შემწეობის შეწყვეტა არ სურთ. პანდემიის პერიოდში აშშ-მ დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარის დახმარების  პაკეტი  გასცა და პირდაპირი მნიშვნელობით ეს თანხა ადამიანებს დაურიგა, შესაბამისად ეს ადამიანები არიან შემოსავლიანი და  არახელსაყრელ და შრომატევად საქმიანობას არ თანხმდებიან.“ -  აღნიშნა ჯაბა დიხამინჯიამ.


როგორც დიხამინჯიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ინვესტირებით არის დაკავებული და კომპანიის აქციებს ყიდულობს.


ვყიდულობ მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის აქციებს და სხვა ბირჟებს არ ვეხები. მინდა გითხრათ, რომ სამი პოზიცია მიჭირავს. ეს პოზიციები გამოიყურება შემდეგნაირად.  


ეს არის გეიმსტოპი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყბადაღებული თემა იყო და აქციის ფასები  გავარდა 400$-მდე, შემდეგ დავარდა 40$ -მდე, ეს არის ონლაინ სათამაშო ბიზნესი და ამ კომპანიის მიმდინარე თვის 10 რიცხვში 153 დოლარად შევიძინე და მას შემდეგ დაახლოებით 10% -ან მოგებას აგენერირებს


მეორე არის მაგნიტიკი ეს არის კომპანია, რომელიც ყიდის რეკლამებს ონლაინ, ანუ პლატფორმაა სადაც  ადამიანებს  შეუძლიათ თავიანთ კომპანიის რეკლამები  გაყიდონ.


მესამე კომპანიის აქციები 17 რიცხვში შევიძინე და უკვე მაქვს 15%-იანი ზრდა. ეს არის ენერგოკომპანია, გამომდინარე იქიდან რომ გვაქვს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და ერთ-ერთი კომპონენტი ნედლეულზე ფასის ზრდიდან გამომდინარე არის ნავთობიც, ამ კომპანიის აქციები ვიყიდე გათვლით, რომ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი სექტორს დამატებითი კაპიტალის შედინებაში დაეხმარება და ჩემი გათვლით სავარაუდოდ ამ კომპანიის  აქციებიც უნდა გაიზარდოს.“ - აღნიშნა ჯაბა  დიხამინჯიამ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up