მაღალი ინფლაციის ფონზე 2022 წელს ეკონომიკა გაიზრდება მხოლოდ ციფრებში - ნიკა შენგელია

მაღალი ინფლაციის ფონზე 2022 წელს ეკონომიკა გაიზრდება მხოლოდ ციფრებში - ნიკა შენგელია

access_time2022-04-11 15:30:04

პანდემიის თითქმის დამარცხებულად გამოცხადების მიუხედავად,  ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. რეგიონში მიმდინარე ომი ამ მხრივ ბევრად მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე კოვიდ-19-ის გამო იქნებოდა მოსალოდნელი. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია საუბრობს და დასძენს, რომ მაღალი ინფლაცია მშპ-ს ფორმირებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს და ზრდა დაახლოებით 5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, რის გავლენასაც ფაქტობრივად ვერავინ იგრძნობს.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,24 თებერვლიდან, დაიწყო თუ არა ომი, პანდემია არ ახსოვს არავის, მსოფლიოშიც ასეა.   ის, რა ნაბიჯებიც უნდა გადაედგათ -  შეზღუდვების მოხსნა და სხვა, ამას უკვე აკეთებს ომი და შეიძლება ითქვას, უფრო ,,ეფექტურადაც“. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტი აუცილებლად დასაკორექტირებელი იქნება.  არსებული  სიტუაციიდან გამომდინარე ცდილობენ, ჯანდაცვას რამენაირად შეუმცირონ თანხები და სხვა მიმართულებით გადაანაწილონ. კრიზისი აგვისტოში უფრო შესამჩნევი გახდება. შემოდგომა მძიმე იქნება როგორც საქართველოში, ასევე გლობალური მასშტაბითაც.  რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს ორმხრივი ქმედება აქვს და პიკში  აგვისტოს შემდეგ შევა.  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-6% ის ფარგლებში იქნება თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. რუსეთიდან შემოსული კომპანიები ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, IT კომპანიები, რომლებიც ვერ ახდენენ ოპერირებას თავიანთ ქვეყანაში, ფირმები დაარეგისტრირეს საქართველოში, რაც მშპ-ზეც გარკვეულ გავლენას ახდენს და აისახება. ამდენად, ჯამურად  მეტიც შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა, აგვისტოში მონაცემები აუცილებლად შეიცვლება, რაც ამ სიტუაციამ მოიტანა“, - აცხადებს ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“.

 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ომის ნეგატიური გავლენის შემსუბუქება, მაგრამ ამ მიმართულებით რეალურად არაფერი გაკეთებულა და  იმპორტდამოკიდებულება არათუ ვერ შემცირდა, პირიქით, მეტი საჭიროება გაჩნდა.


 

,,პანდემიის გავლენაზე უკვე არავინ საუბრობს, ყველაფერი დაბრალდება რეგიონში არსებულ ომს, სანქციებს და გაძვირებულ ფასებს. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა რომ გაეტარებინათ -  დაეწყოთ იმპორტდამოკიდებულების შემცირება, ხელი შეეწყოთ აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდასა და დასაქმებაზე, ასეთი შედეგი არ დადგებოდა. ფაქტობრივად საცალო ქსელში პირველადი მოხმარების საგნები კატასტროფულ ფასში იყიდება, ზოგიერთი პროდუქტის შემოტანა მაღალი ფასის გამო აზრს კარგავს და თანდათან ქრება დახლებიდან. ხშირად მანიპულირებენ იმით, რომ  ექსპორტი იზრდება, მაგრამ მხოლოდ რეექსპორტის  ხარჯზე, წარმოება არ გვაქვს და საკუთარი პროდუქტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ გაგვაქვს. ასეთ ფონზე ეკონომიკური ზრდა რეალურად მხოლოდ ციფრებია და ამ სიკეთეს სინამდვილეში ვერავინ იგრძნობს, პირიქით, მაღალი ინფლაცია იმდენად დიდ პრობლემას შექმნის, რომ შეიძლება სოციალურ უკმაყოფილებამდეც მივიდეს საქმე, ვერც ამას გამოვრიცხავ“, - დასძენს ნიკა შენგელია.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის ზემოქმედების გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება - მოსალოდნელია, 2022 წლისთვის თავდაპირველად პროგნოზირებული 5,5 პროცენტიანი ზრდის 2,5 პროცენტამდე ვარდნა.


გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინის მშპ 2022 წელს შესაძლოა 45,1%–ით შემცირდეს, ხოლო რუსეთის – 11,2%–ით. 

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up