მაღალი ინფლაციის გამო ეკონომიკური ზრდის გავლენა მინიმალურადაც არ იგრძნობა

მაღალი ინფლაციის გამო ეკონომიკური ზრდის გავლენა მინიმალურადაც არ იგრძნობა

access_time2021-11-15 13:00:19

ეკონომიკურმა ზრდამ ამჯერადაც მოსახლეობის კეთილდღეობას გვერდი აუარა. ამის მიზეზი მაღალი ინფლაციაა, რის გამოც ეკონომიკური ზრდის პარალელურად ადგილი აქვს შემოსავლების კლებასა და მოსახლეობის გაღარიბებას. პრობლემას კარგად ხედავს ქვეყნის ხელისუფლებაც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ აღიარა კიდეც, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის რთული და აუცილებელია ინფლაცია დაითრგუნოს.



კოვზანაძე ინფლაციას ისეთივე დიდ გამოწვევად მიიჩნევს, როგორიც პანდემიაა.



,,ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. საჭიროა და აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო ხისტი, მკვეთრი და დროული მონეტარული გადაწყვეტილებები ხელისუფლების მხრიდან და ინფლაცია უნდა დაითრგუნოს. ეს არის აუცილებელი. ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა - კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ეკონომიკის მომავალი“, - განაცხადა კოვზანაძემ.



ინფლაციას ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც.



,,რა დონეზეც არ უნდა გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკა, ეს ჯერჯერობით კეთილდღეობას ვერ მოიტანს. ამიტომ ციფრებს არ აქვს მნიშვნელობა, ზრდა 11%-ინება თუ მეტი ან ნაკლები,  ამ პროცესის პარალელურად მატულობს შემწეობის მთხოვნელთა რაოდენობა და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში უმუშევრობის სიდიდით. რეალურად  მაღალი ინფლაციაა და ეკონომიკა მხოლოდ ციფრებში იზრდება. ჩვენს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როცა მშპ 90-იანი წლების შემდეგ მოსახლეობის კეთილდღეობას ვერ ასახავს.  არანაირი გავლენის მომტანი არ არის. ფულადი გზავნილები რომ არა, საქართველო  სოციალური აფეთქების პირას აღმოჩნდებოდა. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეკონომიკა გზავნილებით სულდგმულობს და რა კეთილდღეობაზეა საუბარი“, - აცხადებს შენგელია ,,კომერსანტთან“.




მაღალი ინფლაციის გამო ეკონომისტები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგონოზსაც ეჭვით უყურებენ.



,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის რამაზ გერლიანის თქმით, 2021 წელს ზრდა 7%-ს რეალურად ვერ გადააჭარბებს.



ეკონომისტის შეფასებით, როგორიც არ უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა მაინც გაუარესდება.



,,წელს დიდი ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად გამორიცხულია. საშუალო მაჩვენებელი 11%-ზე დაიყვანეს, მანიპულაციებს თუ ჩაატარებენ თორემ, რეალურად შეუძლებელია. სინამდვილეში იგი  6-7%-ს ვერ გადააჭარბებს.  ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ არ უმჯობესდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, პირიქით, უარესდება. ასეთ ფონზე მნიშვნელობა არ აქვს, რა პროგნოზი დაიდება და სინამდვილეში რა მაჩვენებელს მიაღწევს ეკონომიკა, როცა ასეთი მაღალი ინფლაციაა“, - ამბობს გერლიანი.



შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ,,თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა, რომელიც დეკემბერში ფასების დაახლოებით 14.5%-ით მატებას პროგნოზირებს.



საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, თუმცა ნავარაუდებ 6%-ზე მაღალი იქნება.



გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს ნამდვილად ორნიშნა იქნება და ის 10%-ს აღემატება.



რაც შეეხება მომდევნო წლის ეკონომიკურ ზრდას, ხუციშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ტურიზმის ნაწილი, რომელიც წლევანდელ წელს ნავარაუდებია დაახლოებით 30%-ის ოდენობით აღდგენა, ხოლო მომდევნო წლის ეს იქნება დაახლოებით 60-70 %, რაც საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკა 6%-ით  გაიზარდოს.



 მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up