მაღალი მოგება და დაბალი კონკურენცია - რატომ აქვს მოგების 90.6% ორ ბანკს?

მაღალი მოგება და დაბალი კონკურენცია - რატომ აქვს მოგების 90.6% ორ ბანკს?

access_time2023-03-16 10:00:57

„ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის. ამ ფონზე ვიტყვი, რომ საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი რენტაბელობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, ეს თითქოს საამაყოა, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ ჭარბვალიანობის მხრივ, საქართველო ისევ პირველ თუ ბოლო ადგილზეა. ხალხი თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა წლების წინ, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და ქვეყნის ორი წამყვანი ბანკის მიმართ კიდევ ერთხელ „გაილაშქრა“. 


წლები გავიდა, პოლიტიკოსების კრიტიკის სამიზნე მსხვილი ბანკები არაერთხელ გამხდარან, ხან მოგების მაღალი მაჩვენებელით, ხან კი საპროცენტო განაკვეთების ზრდით, თუმცა ვითარება არ შეცვლილა, უფრო მეტიც ორი მსხვილი ბანკის კონცენტრაცია საბანკო სექტორში იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბანკო ბაზარზე 15 მოთამაშეა წარმოდგენილი, მათი უმრავლესობის წილი უმნიშვნელოა, 2022 წლის 12 თვეში ბანკებმა ჯამში 2 მლრდ ლარზე მეტი წმინდა მოგება გამოიმუშავეს, მოგების 90.6% კი ორ ბანკზე მოდის.


ანალიტიკოთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის მთავარი მიზეზი არის საბანკო ოლიგოპოლია და მათი ლობისტების მიერ თავსმოხვეული კანონები, ასევე სექტორის მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის ნიკა შენგელიას მოსაზრებით, კომერციული ბანკების მოგებაზე გავლენას სამი ძირითადი ფაქტორი ახდენს ესენია, სავალუტო რყევები, გაზრდილი საკომისიოები და რეფინანსირების მაღალი განაკვეთი.


„ქვეყნის საბანკო სექტორში ორი დომინანტი ბანკი გამოიკვეთა. სახეზეა მათი გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე, რაც ნაკარნახევია მათივე კორპორატიული ინტერესებით. აშკარაა, რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მართავენ საქართველოს ეკონომიკას. ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ ვითარება შეიცვალოს და კონკურენცია გამძაფრდეს. საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის მთავარი მიზეზი არის საბანკო ოლიგოპოლია და მათი ლობისტების მიერ თავსმოხვეული კანონები. საქართველო ასეთი საბანკო სისტემის პირობებში ვერასოდეს განვითარდება.


კომერციული ბანკების მოგების ზრდის ბევრი მიზეზი არსებობს. მუდმივად მატულობს რეფინანსირების განაკვეთი და ბანკებში სავალუტო ოპერაციებიდანაც დიდი ფული შედის. ამ სიტუაციაში მხოლოდ ხალხი ზარალდება. პანდემიისას შეღავათი დააწესეს და მომხმარებლებს საბანკო ვალდებულებების გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს, მაგრამ შემდეგ ერთიანად დაარიცხეს თანხა, უფრო მეტად დაუმძიმეს საგადასახადო ტვირთი. ვინც სესხს ვერ იხდის, მათგან ახლა ჯარიმების სახით ამოაქვთ ფული და ამის გამო მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია. ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა და მხოლოდ ბანკები რჩებიან მოგებულ პოზიციაზე“, − აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია.



კომერციული ბანკების გაზრდილ მოგებსა და ორი ბანკის უკონკურენტობას საყურადღებო ტენდენციად მიაჩნია ანალიტიკოსი ლია ელიავა. მისი შეფასებით, საბანკო სექტორის მაღალი სარგებელი ადამიანების და ბიზნესის მასიური გაღარიბებისკენ არის მიმართული.



,,მძიმე ვითარებაა. საქართველოში თუ რამე გამართულად მუშაობს, ეს საბანკო სექტორია. ის, რომ ბანკებმა მოგება ნახეს, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა, სათავისოდ კარგად მუშაობენ. თუმცა მეორე საკითხია, როდესაც ამხელა მოგებაზე გადიან და მარჟა 50%-ზე მეტია, ეს ვიღაცის ხარჯზე ხდება. ეს „ვიღაც“ კი ყოველთვის მოსახლეობა და ბიზნესია, რომელსაც ალტერნატიული წყაროებით ფულის მოძიება არ შეუძლია და ორ ბანკზეა „ჩამოკიდებული“. სავალუტო რყევებით, მაღალი რეფინანსირების განაკვეთით, სესხების გაძვირებით და ჯარიმა-საურავებით ბანკებს დიდძალი მოგება უგროვდებათ. კარგი იქნებოდა, რომ მათი შემოსავლების სიდიდე ეფექტიანი გაფართოებული საკრედიტო საქმიანობით იყოს განპირობებული, მაგრამ ასე არ არის. სესხების მეტი წილი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე და როდესაც ეროვნული ბანკი ზრდის ამ განაკვეთს, შესაბამისად, კომერციული ბანკებიც უზრდიან მსესხებელს პროცენტს და გამოდის, რომ მოსახლეობა და ბიზნესი იხდიან გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, ანუ უფრო მეტ თანხას უხდიან კომერციულ ბანკებს.


რეკორდულად გაზრდილი მოგება, განსაკუთრებით ორი ბანკის კონცენტრაციის გაზრდა საყურადღებო ტენდენციაა. ცხადია, რომ სავალუტო რყევებით საბანკო სექტორში სარფიანად სარგებლობენ, მაგრამ ამ პროცესს რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ხელს უწყობს ეროვნული ბანკიც. ცხადზე ცხადია, კომერციული ბანკების მოგების ზრდა მათი ეფექტიანი გაფართოებული საკრედიტო საქმიანობით არ არის განპირობებული. მათი მოგების წლიური დინამიკა მიუთითებს, რომ პერიოდულად საკმაოდ დიდი დანაკარგებიც აქვთ, რაც წარმატებით შეიძლება აინაზღაურონ“, − ამბობს ლია ელიავა.


საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში შემოსავლების ძირითადი ნაწილის არასაპროცენტო საქმიანობიდან მიღების მაჩვენებლით, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ – საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან, ვალუტის კონევრტაციიდან და საურავებიდან გენერირებული მოგებით. საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს ბანკების მიზანმიმართული კონსოლიდაცია, მსხვილი ბანკების მიერ შედარებით მცირე ბანკების შესყიდვა და წამყვანი ორი ბანკის შეუჩერებელი გამსხვილება, რაც ანგრევს კონკურენციას და მომხმარებლების ინტერესებს, საბოლოო ჯამში კი ქვეყნის ეკონომიკას. გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ფინანსური სექტორის არასაბანკო ნაწილის არსებობა, მიუხედავად მისი რაოდენობრივი სიმრავლისა ფაქტობრივად უმნიშვნელოა და მთლიანი ბაზრის 5 პროცენტსაც ვერ აღწევს, არ არსებობს კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივაც, ეს ყველაფერი კი ბიზნესს აზიანებს და მათ ფულადი სახსრების მოზიდვის წყაროებს უხშობს. 


ანალიტიკოსი გიგა ბედინეიშვილიც თვლის, რომ საბანკო სფეროში კონკურენცია დაბალია და მთავრობამ,  მოგების გადასახედის 15%-დან 20%-მდე გაზრდის ნაცვლად, სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს.


„თუ კომერციულ ბანკებს დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებული მოგება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორში შედარებით დაბალია კონკურენცია და მთავრობამ პირველ რიგში არა გადასახადების გაზრდას, არამედ კონკურენციის გაღვივებას უნდა შეუწყოს ხელი. მარტივი მოცემულობაა, რომ სფეროში, სადაც მაღალი კონკურენციაა, კოლოსალური მოგება ვერ იარსებებს“, − აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.


საბანკო სფეროს მომგებიანობაზე საუბრისას საბანკო სექტორის დამცველები ხშირად არა მხოლოდ მოგების, არამედ მოგების კაპიტალთან ან აქტივებთან შედარებას ამჯობინებენ, თუმცა, არც ეს რიცხვები გამოიყურება საამაყოდ, ე.წ. ROE და ROA-ს მაჩვენებლებით ქართული კომერციული ბანკები მსოფლიოში ლიდერთა შორის არიან. ამ მაჩვენებლებით საქართველოს საბანკო სისტემას, აფრიკის განვითარებადი ქვეყნები თუ უსწრებენ.


თეგები:
მოგება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up