მაღალმთიანი რეგიონის მეღვინეები საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის ემზადებიან

მაღალმთიანი რეგიონის მეღვინეები საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის ემზადებიან

access_time2023-03-29 20:00:55

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მეღვინეებმა გაზარდეს წარმოება და საერთაშორისო ორგანულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ემზადებიან .




„ღვინის ქვეყანა - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოში საქართველოს და სრულიად სამართლიანადაც, რადგან აქ ღვინის კულტურა  8000 წლიან ტრადიციას ითვლის. ტრადიცია გრძელდება და  საქართველოც მეტნაკლებად ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, რომელიც სულ უფრო ორიენტირებული ხდება ორგანულ წარმოებაზე.


უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ორგანული, იგივე ბიო პროდუქტების წარმოებისთვის, ხელსაყრელი გარემოა. ამის დასტურია, ქართველი მეღვინეების მიერ წარმოებული და უკვე ბიო სერტიფიცირებული პროდუქცია, რომელიც დასავლურ ბაზარზე ნელი ტემპებით, მაგრამ მყარად იკიდებს ფეხს.


ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მეღვინეებმა თავიანთი საქმიანობა განვითარების შემდგომ ეტაპზე გადაიყვანეს.


საკუთარ ისოტრიას გვიამბობს შორენა პატარიძე - მეღვინე ქალი რაჭიდან, რომელმაც დონორების დახმარებით, აღადგინა ღვინის მოვლის წინაპრების ტრადიცია და შეძლო ვენახის გაცოცხლება.


„2020 წელს გავიგე რომ არსებობს ევროკავშირის, შევედეთისა და ავსტრიის პროექტ GRETA-ს შესახებ, რომელიც აფინანსებდა ბიოლოგოიურად სუფთა ღვინის წარმოებას. ჩემი ღვინო სწორედაც რომ ასეთი იყო... ვენახში არ შეგვაქვს არც პესტიციდები და არც შხამები, გავხდი მათი ბენეფიციარი, მივიღე აბსოლუტურად ყველა ტიპის დახმარება რაზეც კი ვოცნებობდი - ამბობს შორენა პატარიძე.


კიდევ ერთი საინტერესო ისტორია ეკუთვნის ლეჩხუმში ღვინის მცირე წარმოებას - „ხომლის მარანს. ის ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ქვევრში, ბიოსერტიფიცირებულ უსახელოურის ღვინოს აყენებს და დღესდღეობით 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართული ღვინოებს შორის ლიდერია. 



თამაზ ომანაძეს - „ხომლის მარანის შემექმნელს, ღვინის სახელწოდებაც მშობლიური ხვამლის მთამ შთააგონა, რომელსაც არაერთი ლეგენდა თუ მითი მისტიურ მთად მოიხსენიებს. სწორედ ამ მთის კალთებზე გაშენებულ ვენახებს და ღვინის დაყენების წესს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.


„ხომლის მარნის 2010 წელს გაშენებულმა ვენახმა ბიოსერტიფიცირების პროცესი 2017 წელს წარმატებით დაასრულა.


ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, „ხომლის მარანმა ახალი ფინანსური შესაძლებლობა მიიღო, შეიძინა აღჭურვილობა  და ღვინის წარმოების პროცესი გააუმჯობესა. 


მიუხედავად იმისა, რომ „ხომლი მარნის უსახელოური, ბრიტანეთის ბაზარზე პრემიუმ ბიო ღვინოების სიაში არის, ბიზნესი საჭიროებს თანამედროვე მარკეტინგულ მხარდაჭერას. ამჯამად, დონორების დაფინანსებით მიმდინარეობს, როგორც ბრენდზე მუშაობა, ასევე საერთაშორისო საბაზრო კავშირების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა.


გასაკვირი არაა, რომ რაჭის რეგიონი ბევრ საინტერესო მეღვინის ისტორიას ინახავს, რომლის დასტურია 18 წლის ზურაბ მაისაშვილის სოფელ წესში დაბრუნება, წინაპრების ვენახების აღდგენა და იშვიათი ჯიშებისგან ორგანული ღვინოს წარმოება ბრენდ „ღვინუკა სახელით. 


„ღვინუკა - დაარსებიდან მალევე გაჩნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბაზარზე, რესტორნებსა და მაღაზიებში. სამწუხაროდ, პანდემიამ იმ დროს იფეთქა, როდესაც კომპანიამ უფრო მეტი ღვინის წარმოება გადაწყვიტა, თუმცა ვითარებით გამოწვეული ზარალის გამო შესაბამისი სახსრების მობილიზება ვერ ხერხდებოდა. ამ კრიტიკულ მომენტში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს


ფარგლებში დაფინანსების მიღება. „ღვინუკამ  იტალიიდან ღვინის ცისტერნები და ღვინის გადამამუშავებელი დანადგარები, საწნახელი და სხვა აღჭურვილობა შეიძინა. 


„მიღებულმა აღჭურვილობამ არა მხოლოდ გადაგვატანინა კრიტიკული ეტაპი, არამედ მოგვცა შესაძლებლობა წარმოება გაგვეოთხმაგებინა. რომ არა ეს დახმარება, ალბათ ამ შედეგების მიღწევისთვის 4-5 წელი კიდევ დაგვჭირდებოდა, - გვიყვება ზურაბ მაისაშვილი. 


გარდა ამისა, დონორების ტექნიკური და ფინანსური  მხარდაჭერით, „ღვინუკა ბიოსერტიფიცირების პროცესს წარმატებით გადის და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის თანდათან ემზადება.

 

 



თეგები:
მეღვინეები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up