„მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ჩამოსაყვანად, სტანდარტული საერთაშორისო ავიახაზები გვჭირდება, დღის საათებში ფრენებით“ - ვიკა შარია (ODA DMC)

„მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ჩამოსაყვანად, სტანდარტული საერთაშორისო ავიახაზები გვჭირდება, დღის საათებში ფრენებით“ - ვიკა შარია (ODA DMC)

access_time2022-12-12 20:10:13

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ტურისტული კომპანია „ოდა დიემსის“ დამფუძნებელმა ვიკა შარიამ მაის ტურიზმის (MICE (Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions) tourism) მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ჩამოსაყვანად და მაის ტურიზმის გასავითარებლად ქვეყანას სტანდარტული. საერთაშორისო, ევროპული ავიახაზები ჭირდება, რომელიც დღის საათებში იფრენს.

 

  

„პანდემიამდე საქართველო კარგად პოზიციონირებდა საერთაშორისო ბაზრებზე, მაგრამ მერე სერიოზული ჩავარდნა მოხდა. ჰაერივით გვჭირდება ძლიერი პოზიციების დაბრუნება, რეკლამის და პრომოუშენის კუთხით. ამის გარეშე საქართველოში ევროპელ მაღალმხარჯველუნარიან სტუმარს ვერ ჩამოვიყვანთ. დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების - Wizz Air-ის და Ryanair-ის გარდა აუცილებლად გვჭირდება სტანდარტული საერთაშორისო, ევროპული ავიახაზები, ნორმალურ დღის საათებში ფრენებით იმიტომ, რომ გარდა მას-ტურიზმისა, გარდა კერძო პირებისა, ჩვენ ასევე გვჭირდება კორპორაციულ სეგმენტებზე დაბრუნება“, - განაცხადა ვიკა შარიამ.

  

 

მისი თქმით, მაის ტურიზმი - სექტორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სეგმენტია, რომელიც ქვეყანაში კომპანიების საერთაშორისო კონფერენციებით შემოსვლას გულისხმობს.

  

 

„ამ მიმართულებას არ აქვს სეზონურობა. ყველა სეზონზე მუშაობს. 600 და 1000-კაციან ღონისძიებებზე მოთხოვნებს ახლა ვერ ვაკმაყოფილებთ. სხვა თუ არაფერი, არ გვაქვს კონგრეს-ცენტრი, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში არის. ვფოკუსირდეთ, თუნდაც, 100 და 200-კაციან ჯგუფებზე, რაც უკვე სანატრელია და პრობლემაა, რადგან ეს მიმართულება გაიყინა“,  - განაცხადა ვიკა შარიამ


 

 

  

ვიკა შარიას თქმით, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში კიდევ ერთი მთავარი პრობლემა პერსონალის არარსებობაა.

 


„ინფრასტრუქტურა არსებობს, იხსნება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, ლოკალური ობიექტები, მაგრამ არ არსებობს პერსონალი, არავის უნდა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დაბრუნება და მუშაობა, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს სუპერ არასტაბილური ინდუსტრიაა და ადამიანები მარტივად რჩებიან უმუშევრები, არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან დახმარების და გვერდში დგომის ბერკეტი. შესაბამისად, ადამიანები უფრო ფრთხილობენ და კარიერულ განვითარებას სხვა მიმართულებით ირჩევენ. თუმცა, მე იმედიანად ვარ. იმიტომ, რომ ტენდენცია აღდგენისკენ მიდის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად უნიკალური მახასიათებლები - ავთენტურობა და სრულიად არნახული გეოგრაფიული დივერსიფიკაცია“, - განაცხადა ვიკა შარიამ „კომერსანტის“ ეთერში.

 

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up