დისტრიბუციის მანქანებისთვის საპარკინგე ადგილების გამოყოფა ნელი ტემპით ხდება - სექტორი კვლავ კოლოსალურ ჯარიმებზე საუბრობს

დისტრიბუციის მანქანებისთვის საპარკინგე ადგილების გამოყოფა ნელი ტემპით ხდება - სექტორი კვლავ კოლოსალურ ჯარიმებზე საუბრობს

access_time2023-03-28 21:00:43

„დისტრიბუციის მანქანებისთვის საპარკინგე ადგილების გამოყოფა ნელი ტემპით ხდება“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელ,მა ივა ჭყონიამ ისაუბრა. მისი  თქმით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა საპარკინგე ადგილების გამოყოფა, იდეალურ შემთხვევაში ამას ერთი წელი დასჭირდება, რაც კომპანიებისთვის ძალიან მძიმე  ტვირთია, რადგან მათ უწევთ ჯარიმის სახით კოლოსალური თანხების გადახდა.


„მაღაზიაში პროდუქციას დრონებით ვერ მიიტანენ, როდესაც დისტრიბუცია მიდის, უბრალოდ ადგილი არ არსებობს მათთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპულ ქვეყნებში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ სადისტრიბუციო მანქანები ბრენდირებულია, მათ აქვთ სტიკერი, არსებობს ბაზა და ამ მანქანებს უბრალოდ არ აჯარიმებენ.


ჩვენთან არის უკონტაქტო პატრული, რომელიც დადის და წერს ჯარიმებს და ეს თანხა არის კოლოსალური,  ყველაზე  კარგ შემთხვევაში გამოდის 5000 ლარი, ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ ჯარიმის ოდენობა 8000 და 10 000 ლარსაც კი აღწევს, სადისტრიბუციო კომპანიებს ჩემთან ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია და მათი მდგომარეობა გაუსაძლისია, ეს საბოლო ჯამში პროდუქტის ფასწარმოქმნაზე აისახება, რადგან ეს  ჯარიმა მათთვის  გადასახადივით არის უკვე და თუ ამ  თანხას სადმე არ ასახავენ, მაშინ კომპანია გახდება ზარალიანი.“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ


 

ჭყონიას თქმით, დღეს სულ რაღაც 60-მდე საპარკინგე ადგილია და  ისიც  არასრულად, მისივე  თქმით, არის  შემთხვევები, როდესაც ამ საპარკინგე  ადგილას ერთ  სადისტრიბუციო მანქანა დგას და მეორე ელოდება და ამ დროს  ხდება მისი  დაჯარიმება.

 

„თუ ამ მანქანების დასტიკერება არ მოხდა და ბაზა არ შეიქმნა, სექტორი ძალიან მძიმე ვითარებაში  ჩავარდება. ეს  ძალიან დიდი წნეხი იქნება  ფასებზე.  10 ლარიანი ჯარიმაც კი საკმაოდ დიდი  ტვირთი იყო და ახლა  როდესაც 50 ლარი გახდა ეს თანხა წარმოუდგენელია. დაჯარიმება ხდება გახშირებული ტემპით, თითქოს კომპანიების  დასჯაზე არიან გადასულები, ვფიქრობ, რომ აქ ლოიალურები უნდა ვიყოთ და  დედაქალაქის  სატრანსპორტო სამსახური ამაში  ჩართული უნდა  იყოს. ერთი ავტომობილი დღეში დაახლოებით 15-20 ობიექტს ემსახურება, როდესაც კომპანიას  ჰყავს 10-ობით მანქანა წარმოიდგინეთ რა ოდენობის ჯარიმაზეა საუბარი.“ - აღნიშნა ივა  ჭყონიამ .






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up