2021 წელს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტ–იმპორტის უარყოფითი სალდო $107 მლნ–მდე შემცირდა – გელა ხანიშვილი

2021 წელს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტ–იმპორტის უარყოფითი სალდო $107 მლნ–მდე შემცირდა – გელა ხანიშვილი

access_time2022-05-19 10:00:39

„ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ინფორმაციის არ ქონის, ან იმის გამო, რომ ადამიანებს არ სურთ ეს ინფორმაცია აღიარონ ისე როგორც რეალურად არის, ცდილობენ ქვეყანა წარმოაჩინონ როგორც სივრცე, სადაც თითქოს ყველაფერი დაქცეულია“. -  ამის  შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა „ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივა“ პირველ ვებინარზე განაცხადა, რომელსაც “ჯეოქეისის“ მკვლევარი და მედიაჰოლდინგის მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.


მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პრობლემის სათაურად გამოტანა  მოდად იქცა და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ, მისივე თქმით, საქართველოს  სასურსათო უზრუნვეყოფა და უსაფრთხოება ქვეყნის რესურსების გაზრდის პირობებში საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავია.

 

“2013 წელს ჩვენ საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობაზე ყურადღების მიქცევა დავიწყეთ, იქამდე ყოველი წელი წინა წელთან შედარებით მინუსით ხასიათდებოდა და  ეკონომიკის  ზრდაზე, განვითარებაზე  საუბარიც  არ  იყო,  4%  4.5% სულ მინუსთ მოვდიოდით. 2013 წლისთვის სოფლის მეურნეობაში პირველადი გამოშვება  იყო 2,5 მილიარდი ლარი, დღეის  მდგომარეობით ეს არის 7 მილიარდი ლარი და მეტი. გადამუშავება დაახლოებით იყო 2,5 მლრდ ლარი , სოფლის მეურნეობის გადამუშავება  დღეს გვაქვს 6,5 მლრდ  ლარი, აქაც მივისწრაფვით ზრდისკენ. ეს  არის  პროდუქციის  გასამმაგება  ბოლო  8 - 9  წლის  განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა შედეგს პირველივე  წელს არ იძლევა.

 

მეორე ინდიკატორი, საქართველოში ამავე წლების მანძილზე  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი,  რომელშიც გვქონდა 753 მილიონ დოლარიანი დეფიციტი ჩამოვიდა.  2021 წელს ექსპორტზე გავიდა 1 142 000  000 დოლარის საქონელი, იმპორტით  შემოვიდა   1 349  000 000  დოლარი 2021 წელს  107 მილიონზე  ჩამოვიდა 753 მილიონიანი  სხვაობა  სოფლის მეურნეობის პროდუქტზე,  ეს  არის  პროდუქცია რომელიც  დამატებით ვაწარმოვეთ და გავიტანეთ ამ წლების მანძილზე“. - აღნიშნა გელა  ხანიშვილმა.

 

ხანიშვილის თქმით, მაღაზიების ქსელებში ქართული პროდუქციის დახლზე მიწოდება ყოველდღიურად იზრდება და ეს  იმპორტირებულ პროდუქციას სულ უფრო და უფრო ავიწროებს.

 

„იმპორტირებული პროდუქციის ზრდა  2013 – დან 2021 წლამდე  იყო  1 300 000 000 დოლარის  ფარგლებში ,  არ გაზრდილა იმპორტის  მოცულობა  და  ეს ზრდაც არის  ინფლაციის  გამო და  რაოდენობრივად შემცირებულია, მაშინ როდესაც  ექსპორტი  იზრდებოდა და  იზრდება  როგორც  ღირებულებაში, ისე  ნატურით, მაგალითად ჩვენი ექსპორტი  ატამი და  ვაშლატამა  2016 - 2017  წლებში  იყო  4 000 -5 000  ტონა,   2021  წელს ექსპორტზე  გავიტანეთ  31 000 ტონა ვაშლატამა  და  კიდევ  ბევრ  პროდუქციაზე  შემიძლია  ციფრების მოყვანა.  ეს  იმას  ნიშნავს,  რომ  სურსათის თვალსაზრისით  ქვეყნის პორტფელი 2013  წელს იყო 50 მილიონი  ლარი , 2021  წელს  პორტფელი აღემატება  მილიარდ  ლარს  და  ამავე  დროს ამ  წლების  მანძილზე  სოფლის  მეურნეობაში  ჩადებული  ფული  არის 4 ,5 მლრდ ლარზე  მეტი,  მათ  შორის  სახელმწიფოს  წილი  არის  მხოლოდ  რვაასი  მილიონი , იმავე  დროს  ჩადებული  ფული, რომელიც  წარმოებაში  ჩაიდო და  მის  მიერ  დამატებითი  გადასახადები, რომელიც სოფლის მეურნეობაშია გადახდილი  სახელმწიფოს  დაფინანსებას აღემატება.

გაშენდა  ახალი 17 000  ჰექტარზე  მეტი  მრავალწლიანი ნარგავები, ამას გარდა  2022 წლის გაზაფხულის გახსნაზე  დამატებით 4300  ჰექტარზე  შემოვიდა მოთხოვნა ,  აშენდა  250 - ზე  საწარმო ,  მაცივარი და გადამამუშავებელი, რეაბილიტირებული  იქნა  1000 -ზე მეტი საწარმო, ეს ყველაფერი არის ციფრებში,   ეს  ყველაფერი  არის  შედეგები და  არა  მოგონილი  ციფრები, მათ  შორის  ხორბალიც  კი  რომლის  ზრდამ ბუნებრივია  არ  არის  საკმარისი  წინა  წელთან  შედარებით რაოდენობრივი  თვალსაზრისით   20-25%  შეადგინა, თუმცა ჯამურად  137 ათასი  ტონა  მაინც  არაფერი არ  არის, მაგრამ 103  000  და  105 000 ტონაზე თითქმის 30% - ით  მემტია“. - აღნიშნა გელა ხანიშვილმა.


 

ხანიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობაში არ იყო მექანიზაცია,  სახელმწიფო  მექანიზატორი  რომელიც შეიქმნა აბსოლუტურად  არასწორად შექმნილი, მაგრამ ეს გარკვეული დროის  განმავლობაში გაგრძელდა.  მისივე თქმით ქვეყანაში სულ 1062 ტრაქტორი იყო და განვლილი წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 2987 ტრაქტორი შეიძინა, პლუს  ამას  მექანიზატორიდან კერძო სექტორში 900  ტრაქტორზე მეტი გადავიდა. ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო  აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გამოთავისუფლდეს ადამიანის შრომა და ერთ დასაქმებულზე გამომუშავებული  პროდუქციის  რაოდენობა  გაიზარდოს.

 

„ჩვენ საქართველოში ერთ ჰექტარზე  მოგვყავდა 9-ჯერ ნაკლები ვალში ვიდრე  მოჰყავდა  საფრანგეთს. დღეს  ჩვენ  გვაქვს ბაღები სადაც  საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა 50 ტონას აღემატება, ჩვენ გვაქვს ხორბლის ნათესი ფართობები, მაგალითად  ფრემერი  დიტო  ბაკალაშვილი, უწყლო სექტორში შტორმის ჯიშის ხორბლის შემოტანით  ღებულობს 7-8 ტონა ხორბალს ჰექტარზე, ეს ყევლაფერი არის  განვითარება და რეალობა და  ჩვენ მივდივართ  ამ  რეალობისკენ,თუ ამის დანახვა  გვსურს  მარტივად  დავინახავთ. ჩვენ გვაქვს  სტრატეგია  ევროკავშირის  ხელშეწყობით, ამაში ჩართულია  ევროკავშირის  ექსპერტები, პირველი სტრატეგია იყო 15-20  წელი, ახლა  ვმუშაობთ 2021-დან 2027  წლამდე  სტრატეგიაზე   და  პრემიერის   დავალებით  2030  წლისთვის ყველა ინდიკატორი გაწერილია“. - აღნიშნა  გელა  ხანიშვილმა.

 

გელა ხანიშვილმა აღნიშნა, რომ 2030 წელს ქართული საექსპორტო პროდუქცია 2030 წელს 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. მისი  თქმით მიდის მუშაობა ხორბალზეც 84 000  კვადრატულ მეტრზე მხოლოდ  სასაწყობე  მეუნრეობაა აშენებული.

 

აქამდე  სახელმწიფოს  აქცენტი  ჰქონდა  მაღალი ღირებულების პროდუქციის  შექმნაზე,  როგორიც არის  მრავალწლიანი  ნარგავები,  ხორბალი შეიძლება მეორე რიგში  ყოფილიყო  ყველაფერს ჩვენი ბიუჯეტით ვერ გავაკეთებთ,  ეს  განვითარება  სახეზეა,  ეს  მონაცემები  დევს ჩვენ  საიტზე,  დევს  სოფლის  განვითარების  საიტზე  ყველა  მონაცემი დადასტურებულია,  ანგარიშები  ცხრილებში და პროგრამებშია გაწერილი.

 

მთავრობის ინტერესში  გაჩერებული  წისქვილ კომბინატები ნამდვილად არ  შედის, მაგრამ ამ ომის გამო მიღებული  არაორდინალური  გადაწყვეტილებები მეზობელ  ქვეყნებში  საჭიროებს  გონივრულ  გადაწყვეტილებას, რომ  ჩვენი ისედაც  სოციალურად  შეჭირვებული მოსახლეობა  არ  ჩავაყენოთ რისკების  ქვეშ,  თუმცა  ჩვენ  ვზრუნავთ  წისქვილებზე.  ფქვილი  რომ თვითონ  წისქვილებს  შემოაქვთ ეს  არ  არის  სწორი მოდელი, მაგრამ რეალურად ეს მოდელიც ამუშავდა“. -  აღნიშნა გელა  ხანიშვილმა.

 

გიორგი აბაშიშვილის ინიციატივით გამართულ  ვებინარში მონაწილეობდნენ სახელმწიფო, კერძო და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის: ვიქტორ ყიფიანი – ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, გელა ხანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან სილაგავა – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და შალვა ფიფია – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილე.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up