„მაგნიტიდან“ „გვირილაში“- ლაშა ჩოჩელმა საკუთარი სუპერმარკეტების ქსელი შექმნა

„მაგნიტიდან“ „გვირილაში“- ლაშა ჩოჩელმა საკუთარი სუპერმარკეტების ქსელი შექმნა

access_time2022-10-18 12:30:40

საქართველოს ქსელური სუპერმარკეტების ბაზარზე ახალი მოთამაშე შედის. „გვირილა“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც თავისი პირველი სუპერმარკეტი თბილისში უკვე გახსნა და გაფართოების საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.


„გვირილას“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ლაშა ჩოჩელია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ თავისი მინორიტარული წილი — 9,96%-ი შპს „დეილის მიყიდა.


კომპანიის საინვესტიციო პორტფელი 18 მილიონი დოლარია. „გვირილა“, ქვეყნის მასშტაბით, მომდევნო 5 წლის მანძილზე 1000 ფილიალის გახსნას გეგმავს.



როგორც „კომერსანტს“ „გვირილას“ დამფუძნებელმა ლაშა ჩოჩელმა განუცხადა, წლის ბოლომდე ქვეყანაში „გვირილა“ 100 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც ფართები კომპანიას უკვე ნაქირავები აქვს. ბიზნესმენი ამბობს, რომ 2022 წლის ბოლომდე 100-დან 70 მარკეტი თბილისში, ხოლო 30-იც რეგიონში გაიხსნება, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მაღაზიები გაიხსნება, როგორც ცენტრალურ ნაწილში ასევე გარეუბნებში. თბილისის გარდა „გვირილას“ ფართები უკვე აღებული აქვს რუსთავში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თუმცა რეგიონში სად გაიხსნება პირველი მარკეტი ლაშა ჩოჩელი ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ პროცესი სარემონტო სამუშაოების დასრულებაზეა დამოკიდებული.


„უწყვეტი, სტაბილური ასორტიმენტი და ხელმისაწვდომი ფასები სახლთან ყველაზე ახლოს – სწორედ ეს არის უბნის მარკეტების ქსელი „გვირილა“ მთავარი დაპირება.


ჩვენი იაფი სუპერმარკეტების მიმართულებაა და ასე ვაპირებთ გაფართოებას. კონკურენციაში შევალთ ყველა მარკეტთან. ორიენტირებული ვიქნებით იაფ ფასებზე და მაღალ ხარისხზე. უბრალოდ, ჩვენს სუპერმარკეტებში პროდუქციის შედარებით მცირე ასორტიმენტი იქნება, გამომდინარე საფასო სეგმენტიდან“, აცხადებს „კომერსანტთან“ ბიზნესმენი.


ლაშა ჩოჩელის თქმით, „გვირილამ“ საკუთარი მინი საწარმოც გააკეთა, რაშიც 20 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც პროდუქციის დაფასოება მოხდება. „გვირილას“ მიერ  დაფასოებული პროდუქცია, სხვა სუპერმარკეტების ქსელის მიერ დაფასოებული პროდუქციისგან განსხვავებით, ჯერჯერობით „გვირილას“ სახელით დაბრენდილი არ იქნება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up