„მაგთი“ და „სილქნეტი“ მოგებაზე არიან

„მაგთი“ და „სილქნეტი“ მოგებაზე არიან

access_time2022-12-09 12:30:37

2021 წელს სატელეკომუნიკაციო ბაზრი 10% -ით გაიზარდა. ყველაზე მომგებიანი კომპანია ისევ მაგთია, მას კი სილქნეტი მოსდევს. 


„მაგთის“ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით შემოსავალი 12.6%-ით 513.9 მლნ ლარამდე გაეზარდა. კომპანიის მთლიანმა მოგებამ 261.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 21.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. მიუხედავად შემოსავლის ზრდისა, აღნიშნულ პერიოდში კომპანიას შეუმცირდა 948.3 მლნ ლარამდე აქტივები და 834.6 მლნ ლარამდე კაპიტალი.



2021 წლის მდგომარეობით კომპანია ასაქმებდა 1721 ადამიანს, რომელთა ხელფასებზე 47.2 მლნ ლარი დახარჯა. შპს „მაგთიკომის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მობილური უკაბელო, ფიქსირებული უკაბელო („მაგთიფიქსი“) და ფიქსირებული საკაბელო სატელეფონო ქსელებისა და სატელიტური DTH (direct-to-home - პირდაპირ სახლში) ტელევიზიის („მაგთისატი“) ფლობა და ოპერირება. კომპანიის მესაკუთრეები არიან International Telcell Cellular, LLC, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია („International TC LLC”), რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და Telcell Wireless LLC, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია („Telcell Wireless“), რომელიც კომპანიაში 49%-იან წილს ფლობს. კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანიაა International TC LLC, ხოლო კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს გიორგი ჯოხთაბერიძე.


ზარალის შემდეგ მოგებაზე გავიდა „სილქნეტიც“. კომპანიამ 41.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო მაშინ როდესაც 2020 წელს კომპანიის ზარალი 80 მლნ ლარი იყო. სილქნეტის წლიური შემოსავალი გასულ წელს 413 მლნ ლარი იყო, რაც წლიურად 8%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ნაწილობრივ გაზრდილი კომუნალური ხარჯებითა და სხვა რამდენიმე ხარჯის ზრდით დაკომპენსირდა.  გასულ წელს კომპანიის მთლიანმა აქტივებმა 847.5 მლნ ლარი, ხოლო კაპიტალმა მინუს 48.8 მლნ ლარი შეადგინა. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up