მაგთი ტარიფებს ზრდის

მაგთი ტარიფებს ზრდის

access_time2022-06-30 19:00:00

მაგთის აბონენტებმა სატარიფო ცვლილების შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღეს.  კომპანიის  ოფიციალური  ვებ-გვერდის ინფორმაციით,  მომხმარებლებს  ზოგიერთ მომსახურეობაზე ტარიფები  უძვირდებათ, გარდა ამისა ივლება პაკეტებიც. ცვლილბები შეეხო როგორც მობილურ, ასევე ფიქსირებული ინტერნეტს და სატელევიზიო მომსახურეობას.

ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან შევა.

 

მობილური მომსახურება:

 03.08.22-დან ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები კვლავ გრძედება, თუმცა მათი ფასი იზრდება.

 

ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 30 ლარის ნაცვლად 32 ლარი ეღირება ;

ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 7 ლარის ნაცვლად  9 ლარი ეღირება;

ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 1,50 ლარის ნაცვლად  2 ლარი ეღირება;

 

 

 

სტანდარტული ტარიფი

 

სტანდარტული ტარიფის პირობა 03.08.22-დან:

 

სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში - წუთი 24 თეთრი

ზარის წამოწყება - 12 თეთრი

SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი

მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი

საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან

SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი


 

სტანდარტული ტარიფის პირობა 03.08.22-მდე:

 

სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში - წუთი 24 თეთრი

SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი

მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი

საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან

SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი

 

ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.

ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი / 30 დღე. აქციის მოქმედების ვადა - 30.11.22-ის ჩათვლით.

 


ინტერნეტი + ტელევიზია:

მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი ინტერნეტი+ტელევიზია პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით - 30 მბ/წმ.

 

უფრო სწრაფი ინტერნეტი

 

 

პირობები 03.08.22-მდე:

 

შეთავაზება მოქმედებს 20 ან 30 მბ/წმ-იან პაკეტებზე;

სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია რამდენჯერმე (მაქსიმუმ 40 მბ/წმ-მდე);

+10 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 3 ლარით;

+20 მბ/წმ -სააბონენტო გაიზრდება 5 (3+2) ლარით.

შეთავაზების მისაღებად აუცილებელია, ქსელში ჩართვიდან გასული იყოს 30 დღე და ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გქონდეთ სიჩქარე შეცვლილი დაბალ პაკეტზე;

ჩართვა შესაძლებელია 30.11.2022-ის ჩათვლით;

შეთავაზების ვადა - ჩართვიდან 360 დღე.

პირობები 03.08.22-დან:

 

შეთავაზება იმოქმედებს 30 მბ/წმ-იან პაკეტზე;

სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 50 მბ/წმ-მდე:

+10 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 3 ლარით,

+20 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 5 ლარით.

შეთავაზების ვადა - ჩართვიდან 360 დღე;

შეთავაზების მისაღებად აუცილებელია, ქსელში ჩართვიდან გასული იყოს 30 დღე და ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გქონდეთ სიჩქარე შეცვლილი დაბალ პაკეტზე;

ჩართვა შესაძლებელია 30.11.2022-ის ჩათვლით;

მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებული ქონდათ აღნიშნული სერვისი, კვლავ ისარგებლებენ +10/+20 მბ/წმ სიჩქარით.

 



თეგები:
მაგთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up