მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ისეთი საწარმო, რომლის ტექნოლოგიური ციკლიც გარემოს დააბინძურებს

მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ისეთი საწარმო, რომლის ტექნოლოგიური ციკლიც გარემოს დააბინძურებს

access_time2022-02-03 17:50:00

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ქალაქ რუსთავში საწარმო „ჯეოსტილს“ ესტუმრა, სადაც ის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვითმონიტორინგის სისტემის მუშაობას გაეცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ეს უკვე მეორე კომპანიაა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, რუსთავის მერიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში შეამოწმეს.



ისინი ადგილზე გაეცნენ ჰაერის მონოტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით გაწეულ სამუშაოებს და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საწარმოს ხელმძღვანელებთან ისაუბრეს.




„ჯეოსტილი“ არის მეორე კომპანია, სადაც განვახორციელეთ მონიტორინგი, და ერთი რამ არის თვალსაჩინო, კომპანიას ბევრად გამოსწორებული აქვს თვითმონოტორინგის და ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემა, კვლავ რჩება გარკვეული ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს კომპანიის მხრიდან, თუნდაც, ჯართის მართვის კუთხით. ზოგადი ინსპექტირების ფარგლებში, ჩვენ ამ პროცესებს შემდეგშიც კონტროლს გავუწევთ. ეს მონიტორინგი გაგრძელდება რუსთავში არსებულ ყველა ქარხანაში, შევალთ თითოეულ ქარხანაში, თითოეულ ობიექტზე, რომლებსაც წლებია პრობლემები აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან და თვითმონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ არა მხოლოდ რუსთავში, არამედ არსად საქართველოში აღარ დარჩეს ისეთი საწარმო, რომლის ტექნოლოგიური ციკლი, არა მარტო ჰაერის, არამედ გარემოს შემადგენელ სხვა ელემენტებსაც დააბინძურებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.



მონიტორინგის ციკლის ფარგლებში, საწარმოში იმყოფებოდნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up