მაია ბითაძე: დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

მაია ბითაძე: დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

access_time2021-06-23 22:00:00

დეპუტატის მაია ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც მშენებლებისთვის მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან.


“დეველოპერები წინასწარ რომ ყიდდნენ და ადამიანები იმ შენობებში რომ შედიოდნენ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო შესული, ეს ტენდენცია დასრულდება.


მაგალითად, ყიფშიძეზე ერთ-ერთი შენობის მშენებლობა 2007 წელს დასრულდა. რა თქმა უნდა ის გაყიდულია და ადამიანები ცხოვრობენ. შენობა განაშენიანების გეგმის არეალს არის გაცდენილი. ამ შენობას ვერ დავანგრევთ, მაგრამ თუ შენობაში არავინ იქნება შესული, დეველოპერი იძულებული იქნება, შეცდომა გამოასწოროს. პირველ მითითებაზე თუ ვერ გამოასწორებს ან არ გამოასწორებს, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვა გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 10 000 და 20 000 ლარით ვაჯარიმებდით, დარღვევები მაინც იყო მათი მხრიდან. დეველოპერისგან არავინ აღარ იყიდის ისეთ ობიექტს, რომელიც ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული. წინასარ, ჰაერზე გაყიდვის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. ეს სამშენებლო ბიზნესისთვის ტვირთია, მაგრამ უკვე ვიაზრებთ იმას, რომ 21-ე საუკუნეა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე.


მისი ინფორმაციით, თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი დაახლოებით 12 600 ობიექტია. აქედან 6 000-ს საცხოვრებელი ფუნქცია აქვს, 6 000-ს კომერციული ფუნქცია.



“ზოგიერთი დარღვევა ცნობილია, ზოგიერთი კი, არა. თუმცა, დარღვევების გარკვევა ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში მათ საშუალება ექნებათ, გამოასწორონ უფრო მოსაპირკეთებელი სამუშაოები, დასრულებული სახე მისცენ საცხოვრებელ კორპუსს“, - აცხადებს მაია ბითაძე.


პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ეხება როგორც სამშენებლო ამნისტიას, ისე მკაცრ რეგულაციებს.


კანონპროექტით, აკრძალული იქნება ობიექტის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. გარდა ამისა, ლიცენზიატებს აეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.თუმცა, დასაშვები იქნება რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის.


მშენებლებთან მიმართებაში დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. კერძოდ, თუ მშენებლობა არასწორად ხორციელდება და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოსწორებული არ იქნება და მშენებლობა არ შეჩერდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up