მაია ცქიტიშვილი - ახალი ანტიკრიზისული პაკეტი არის სამართლიანი, მიზნობრივი და მიმართულია იმ ფენებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება

მაია ცქიტიშვილი - ახალი ანტიკრიზისული პაკეტი არის სამართლიანი, მიზნობრივი და მიმართულია იმ ფენებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება

access_time2020-08-06 14:45:35

ანტიკრიზისულ გეგმის პირველი პაკეტის ფარგლებში, ჯერ კიდევ მარტში, შევთავაზეთ მოსახლეობას ღონისძიებები, რომელიც მოიცავდა როგორც საბანკო სესხების გადავადებას, ასევე სამთვიან პერიოდში კომუნალური გადასახადების დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან. შემდგომი შეთავაზებები ეხებოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ა. შ. მთელი ეს პერიოდი აქტიურად ვმუშაობდით იმ პირების იდენტიფიცირებაზე, ვისაც დამატებით სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და სწორედ ამ მიმართულებით შემუშავდა ახალი ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც დაახლოებით 400 მილიონი ლარის ოდენობის ღონისძიებებს ფარავს, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


„17წლის ჩათვლით ბავშების ოჯახები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარები არიან და თითო ბავშვზე 200 ლარიანი პაკეტი, განსაკუთრებით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ოჯახებისთვის. რაც შეეხება კომუნალური გადასახადს, უკვე 1 200 000 ოჯახმა ისარგებლა ელექტროენერგიის და წყლის გადასახადის ნაწილში, ხოლო დაახლოებით 700 000 ოჯახმა ისარგებლა გაზის გადასახადისსუბსიდირებით. ზამთრის პერიოდი არ იქნება მარტივი და შესაბამისად ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი იქნება ის 4 თვე, როცა სახელმწიფოამ მიმართულებით კვლავ შეეხიდება ოჯახებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობას პანდემიის პერიოდში და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვიკლის ოჯახის მიერ სპეციალურ ფონდში ჩარიცხული 130 მილიონი ლარის ფარგლებში მოხერხდა 17 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება.



„ეს შემოწირულობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარება კერძო პირის მხრიდან, რომელიც სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა. სწორედ ასეთი საქველმოქმედო ღონისძებების შედეგად, რომელშიც ჩართულნი არიან ფიზიკური პირები, საჯარო მოხელეები, ბიზნესის წარმომადგენლები,მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო მოცულობითი პაკეტი შეგვეთავაზებინა მოსახლეობისთვის. აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას. ბოლო დროს, როცა ბევრ ოჯახსშეუმცირდა შემოსავლები, სტუდენტების გარკვეული ნაწილმა ვეღარ გადაიხადა სწავლის საფასური, რის გამოც მათ შეუჩერდათ სტატუსი და სწორედ მათზე გავრცელდება დახმარება, რაც სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ახალი ანტიკრიზისული პაკეტი არის სამართლიანი, მიზნობრივი და მიმართულია იმ ფენებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up