2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს, -ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მინისტრის საათზე განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
პირველი ვიცე–პრემიერის თქმით, თქმით, საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა სწრაფ რეგიონულ განვითარებას განაპირობებს.
„ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციებს და დასაქმებას ნიშნავს.სწორად ამიტომ, პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.